შვეიცარიის კურორტ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური, ყოველწლიური ფორუმის ორგანიზატორებმა სამი ათას სტუმარი, მათ შორის 60 ქვეყნის ლიდერი მიიწვიეს.
სულ ფორუმზე 130 ქვეყნის წარმომადგენელი ჩავიდა.
ძირითადი თემა “ინტელექტის ეპოქაში” თანამშრომლობაა. ფორუმის მონაწილეები უპასუხებენ შეკითხვას: როგორ მოექცეს მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტს?
ამას გარდა დავოსის შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ კლიმატის დაცვაზე, გეოპოლიტიკურ კრიზისებზე და კიბერ დამნაშავეობაზე.
შეხვედრის მონაწილეებს შორის არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, ასევე ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომლის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა, ვიდეო ხიდის მეშვებით მიმართავს დავოსის ფორუმის მონაწილეებს. ტრამპმა ინაუგურაციაზე გამოსვლისას დაიპირა, რომ აშშ ტარიფებს და გადასახადებს დაუწესებს უცხოეთის სახელმწიფოებს.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „აუცილებელია ერთად მუშაობა, რათა თავიდან ავიცილოთ მსოფლიო შეჯიბრება ფსკერზე“ და გამოთქვა სურვილი, „დამყარდეს ახლებური პარტნიორული ურთიერთობა“.
ფონ დერ ლაინემა დავოსში თქვა, რომ საჭიროა ევროკავშირის კონსტრუქციული ურთიერთქმედება ჩინეთთან. დავოსში იმყოფება ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენელი.
მოელიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ყურადღებით ელის, რას მოიმოქმედებს ტრამპი, დავოსში მიმართავს მსოფლიოს ლიდერებს და კომპანიების ხელმძღვანელებს, არ შეწყვიტონ და უფრო გააძლიერონ უკრაინის დახმარება რუსეთთან ბრძოლაში.
დავოსში გამოსვლისას საუდის არაბეთის სანავთობო გოლიათის, Aramco-ს ხელმძღვანელმა, ამინ ნასერმა განაცხადა, რომ ნავთობის ბაზარს მიიჩნევს ჯანმრთელად და მოელის, რომ წელს ნავთობის დღიური მოპოვება გაიზრდება 1,3 მილიონი ბარელით. Reuters-ის თანახმად, ნასერმა ეს განაცხადა პასუხად შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ენერგეტიკის სფეროში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას წიაღისეული საწვავის მოპოვების ზრდის შესახებ.
კურორტს იცავს რეგიონულ პოლიციასთან ერთად არმიის ხუთი თასი მოსამსახურე.