დავოსის ფორუმის მიმართ ჩვენი ინტერესი შემცირებულია – პესკოვი

რამდენიმე წელია, რაც რუსეთის პრეზიდენტი და რუსული დელეგაცია დავოსში არ ჩადის რაც, როგორც დმიტრი პესკოვის განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკური ფორუმისადმი რუსეთის ინტერესის შემცირებით აიხსნება.
„რამდენიმე წელია, რაც ჩვენს დელეგაციას დავოსის „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, ფორუმის მიმართ ჩვენი ინტერესი შემცირებულია“, – ამის შესახებ CNBC-სთვის გაგზავნილ წერილში წერს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უკანასკნელი მიმართვა ფორუმის ფარგლებში 2021 წელს შედგა, როცა პანდემიის გამო ის დისტანციურად ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ