დავით ხაჯიშვილი – „ქართულ ოცნებას“ ვუსურვებდი, არ ააწყონ ის საზეიმო სცენა, რომლის დაშლაც მჟავე სახეებით მოუწევთ

„ქართულ ოცნებას“ ვუსურვებდი, არ ააწყონ ის საზეიმო სცენა, რომლის დაშლაც მჟავე სახეებით მოუწევთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია არ არის თავის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ამ ფორმაშიც კი, ის „ქართული ოცნებას“ სჯობს.
როგორც ხაჯიშვილი აცხადებს, თუ 2024 წლის არჩევნებში ხმები არ დაიკარგება, „ქართული ოცნება“ ვერანაირად ვერ გაიმარჯვებს.
„ზოგადად, “ქართული ოცნების” სურვილები და ბოდვები ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია. მე ვუსურვებდი, რომ არ ააწყონ ის საზეიმო სცენა, რომლის დაშლაც მჟავე სახეებით მოუწევთ. ეს მჟავე სახეები იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ისინი წააგებენ არჩევნებს და გადავლენ ოპოზიციაში. რაც შეეხება ოპოზიციის პულსს – მე ვიტყოდი, რომ, რა თქმა უნდა, დღეს ოპოზიცია არ არის თავის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ფორმაშიც კი, „ქართული ოცნების“ ყველა წევრს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, სჯობს და სჯობს მხოლოდ და მხოლოდ ღირსებით და სიმართლით. დანარჩენს ვნახავთ ამ 9 თვის განმავლობაში, თუ როგორი შედეგები დაიდება არჩევნებზე,” – განაცხადა ხაჯიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!