დავით ხაჯიშვილი – მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტის მიწვევით ჩავედი და დღესასწაული მოლდოველ მეგობრებს პირადად მივულოცე – საქართველო და მოლდოვა ერთად ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ერთად უნდა დავამარცხოთ ოქტომბერში!

მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტის მიწვევით ჩავედი და ეს დღესასწაული მოლდოველ მეგობრებს პირადად მივულოცე. საქართველო და მოლდოვა ერთად ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ერთად უნდა დავამარცხოთ ის ოქტომბერში! – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ხაჯიშვილის პოსტშია აღნიშნული, მოლდოვასა და საქართველოს წარსულში ბევრი რამ აქვთ საერთო და ორივე ქვეყანა აუცილებლად შეაბიჯებს ევროპაში.
„დღეს მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტის მიწვევით ჩავედი და პირადად მივულოცე ჩვენს მოლდოველ მეგობრებს ეს დღესასწაული! ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს მათთან ყოფნა და ამ დღესასწაულის სიხარულის გაზიარება. ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო წარსულში და აუცილებლად ერთად შევაბიჯებთ ევროპაში, ჩვენი ქვეყნების თავისუფალი ევროპული მომავლისთვის.
ჩვენ, საქართველო და მოლდოვა ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ასევე ერთად უნდა დავამარცხოთ ის ოქტომბერში!”, – წერს პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით ხაჯიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო