დავით ხაჯიშვილი – არჩევანი ასეთი ნათელი და ცხადი არასდროს ყოფილა – ან ივანიშვილი და რუსეთი, ან თავისუფლება და ევროპა!

რასაც 12 წლის განმავლობაში ვერ და არ ამბობდა ივანიშვილი და მისი პარტია, გუშინ გამოაცხადა. თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჩვენი მტრები არიან. გუშინდელი აქცია არის მკვეთრი სიმპტომი იმისა, რომ შემოდგომაზე აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება. არჩევანი ასეთი ნათელი და ცხადი არასოდეს ყოფილა – ან ივანიშვილი და , ან თავისუფლება და ევროპა! – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას ივანიშვილისგან არაერთი დაპირება ახსოვს.
„იმის მაგივრად, რომ ქართველ იანუკოვიჩს ხალხის პრობლემებზე ესაუბრა , იმ დაპირებებზე, რომლებიც 12 წლის წინ გასცა და რამდენიმეჯერ გადააგდო ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის ის სახლი, ვინც გუშინ ძალის ძალით ჩამოიყვანა რუსთაველის გამზირზე, მათ შორის ისინი, ვინც გულწრფელად შეუერთდა გუშინდელ აქციას – ყველა ეს ადამიანი ქართველმა იანუკოვიჩმა, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადააგდო. ჩვენ მისი არაერთი დაპირება გვახსოვს, რომ ჩვენი ქვეყანა აყვავდებოდა და ა.შ. სად არის ის დაპირებები ან დაპირებების შესრულება?” – განაცხადა ხაჯიშვილმა.
მისი თქმით, დღეს, საქართველოს მოსახლეობას ქვეყნიდან გაქცევა უწევს, იმის გამო, რომ აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია. დეპუტატის თქმით, 2023 წელს, საქართველოს 164 000 მოქალაქე წავიდა ქვეყნიდან , იმის გამო, რომ თავი ირჩინოს და ოჯახი არჩინოს.
„ეს ქართველი იანუკოვიჩი გამოდის და ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ომს უცხადებს. იმას, რასაც 12 წლის განმავლობაში ვერ ამბობდა და არ ამბობდა ივანიშვილი და მისი პარტია, გუშინ გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ჩვენი სხვა მეგობრები, ჩვენი მტრები არიან. ამის შემდეგ რაზე უნდა ისაუბროს ჩვენმა საზოგადოებამ?!
მე მინდა ვკითხო ჩემ ზოგიერთ კოლეგას ივანიშვილის პარტიიდან, რომელიც ადრე წინა ხელისუფლებაში იყო, დეჟა-ვუ ხომ არ გაქვთ ჩემო მეგობრებო? ზუსტად იგივე პროცესები მიდის ახლა, ზუსტად იგივე სიმპტომებია, რაც მაშინ იყო, როდესაც ხალხმა იგრძნო, რომ ცვლილებები დაიწყო. აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება და გუშინდელი ეს აქცია არის მკვეთრი სიმპტომი იმისა, რომ აუცილებლად შემოდგომაზე შეიცვლება ხელისუფლება. არჩევანი ასეთი ნათელი და ცხადი არასოდეს ყოფილა – ან ივანიშვილი და რუსეთი, ან თავისუფლება და ევროპა!
დღეს თქვენ ისევ ნახავთ ჩვენ საზოგადოებას, რომელიც არის თავისუფალი, დემოკრატიული, ახალგაზრდები ხომ საერთოდ ფანტასტიკურები არიან და დღეს კიდევ ერთხელ ნახავთ მათ და კიდევ ერთხელ იტყვიან – არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას! და კი ევროპას!“ – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა