დავით ჩხეიძე: ხვალ დასის მიმართ დაიწყებენ იმას, რასაც უკეთებენ ქვეყანას. შეეცდებიან მის მორალურად დაშლას

“არ გადაფაროთ რეპრესია თეატრის მიმართ ბატონი ი.კობახიძის ცარიელი სიტყვებით.
მისი საქმეა თავისუფალი სიტყვის ჩაკვლის მცდელობა პროტესტის ერთ-ერთ მთავარ ძალაში – ახალ თეატრში.
თეატრი ქვეყნის პატარა მოდელია. დღეს გაათავისუფლეს სამხატვრო ხელმძღვანელი და დასმა ერთხმად გამოთქვა დაუმორჩილებლობა.
ხვალ დასის მიმართ დაიწყებენ იმას, რასაც უკეთებენ ქვეყანას. შეეცდებიან მის მორალურად დაშლას.
დაყოფენ მორჩილებად, ურჩებად და ვისთვისაც სულერთია. დაშინებას, შანტაჟს…
ადამიანების ერთმანეთზე გადაკიდებას, შუღლის გაღვივებას…
ასეთი რეჟიმი მავნებელია არა მხოლოდ ძალადობის გამო. არამედ მოწოდებულია სულიერად დაასახიჩროს ადამიანები, ამ შემთხვევაში ახალგაზრდები, მსახიობები.
საზოგადოება ღირსეული, თავისუფალი ამას არ უშვებს, ამის უფლებას არცერთ ხელისუფლებას არ მისცემს.
საზოგადოების სახელით ხვალ კულტურის მინისტრი თეატრში გაგზავნის ემისარს, რომელიც დაიწყებს ნიჭიერების მოშლას.
რასაც გვიკეთებენ ყველას ერთად, როდესაც ნაცვლად შემოქმედებისა და განვითარებისა… ზიზღის და სიცრუის ჭაობში რომ გვახრჩობენ.
ამიტომ არის საჭირო სოლიდარობა თეატრის მიმართ.
რადგან თუ სიმახინჯე თეატრში გათამაშდა ის აუცილებლად გადმოიღვრება საზოგადოებაში…
და სულიერად დააკუტებს ჩვენს კულტურას, ზნეობას… მომავალს.
ცხადია, რომ რეჟიმი ამას აკეთებს სისუსტით და არა სიძლიერით, მაგრამ იცდება თითოეული ადამიანი.
და ახლა აღთქმაში სატანა წოდებულია არა როგორც მაცდური, არამედ გამომცდელი.
და “მამაო ჩვენო”-ს მთავარი სათხოვარი ასეთი, უფალო, არ მომიწყო გამოცდა.
რეჟიმი დღეს გამოცდას უწყობს თეატრის დასს და ამ გამოცდის მაგალითზე გვცდის ჩვენ, მთელს საზოგადოებას.
ამიტომ თუ გვინდა დავამარცხოთ რეჟიმი, უნდა გადავარჩინოთ პიროვნება საკუთარ თავში.
ძალა პიროვნებების ერთობაშია!
ბოლომდე! გამარჯვებამდე!” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.