დავით ჩხეიძე: ტიციანი რამდენჯერმე მივიდა ბერიასთან – და ვერც ერთხელ ვერ თქვა, რომ მკვდარი პაოლო დამნაშავე იყო. ლავრენტი ბერიამ ტიციანიც დახვრიტა

“ვისაც სჯერა, რომ პაოლო იაშვილმა თავში ისროლა თოფი, უნდა დაიჯეროს, რომ ზვიად რატიანი თავს დაესხა პოლიციელს.
მაგრამ თან უნდა ახსოვდეს, რომ ამის არ სჯეროდა ლავრენტი ბერიას.
მან დაიბარა ტიციან ტაბიძე და უთხრა: “თქვი, რომ პაოლო მოღალატე იყო.“
როგორ? სად არის ლოგიკა? კაცმა თავი მოიკლა – და მოღალატე როგორ იყო?
კი, პოეტი, რომელიც მიდის სიკვდილზე და პატიმრობაზე, როდესაც ბოროტება ხდება ჩვეულებრივი – მეამბოხეა.
და მეამბოხეა მკვდარიც.
ტიციანი რამდენჯერმე მივიდა ბერიასთან – და ვერც ერთხელ ვერ თქვა, რომ მკვდარი პაოლო დამნაშავე იყო.
და ამით, თავადაც ჩაიდინა დანაშაული – მოიკლა თავი.
რა თქმა უნდა, ლავრენტი ბერიამ ტიციანიც დახვრიტა.
ჩემგან ერთს დავამატებ – იმ ღამეს რუსთაველი ისეთი დათრგუნული იყო, და დანარჩენი საზოგადოება – იმდენად უტყვი, პოეტს უნდა გაესროლა!” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.