დავით ჩხეიძე: ნებისმიერი სხვა მსჯელობა ემსგავსება ანეკდოტს გურულზე, რომელმაც ყანაში პრიმა მოჭმუჭნა თითებით და შორსმჭვრეტი მზერით წამოიწყო: “რაო მაგ მათხუარმა რეიგანმაო?”

პრეზიდენტ დ.ტრამპის ყოველ გამონათქვამს ზე რუსული პროპაგანდა საქართველოში იყენებს ანტიამერიკული განწყობის გასაღვივებლად.

“ამერიკამ უღალატა უკრაინას”, “არასანდო პარტნიორია და ხვალ რომ უკრაინა მიუბრუნდეს და შეუთანხმდეს რუსეთს”…

უფრო შორსაც მიდიან, “მიწებსაც წაიღებს და შემდეგ უკრაინაში ისეთივე ხელისუფლება მოვა”, როგორიც საქართველოში და თანდათან დააბრუნებს ქვეყანას რუსულ ორბიტაზე.

ასეთ მსჯელობას საფუძველი არ აქვს. უკრაინა არასდროს გახდება ისევ რუსული, ისევე როგორც საქართველო. ამით დავიწყოთ.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ვინც დღეს საქართველოში არ გულშემატკივრობს უკრაინას და პრეზიდენტ ვ.ზელენსკის უკვე პუტინისტური პროპაგანდის მსხვერპლია თუ არა მსახური.

ერთია, რა ხდება ოვალურ კაბინეტში და მეორეა, შენი როგორც მოქალაქის დამოკიდებულება. მეტადრე, იმ ქვეყნის მოქალაქის, რომელსაც რუსეთმა ამდენი უბედურება მოუტანა.

ნებისმიერი სხვა მსჯელობა ემსგავსება ანეკდოტს გურულზე, რომელმაც ყანაში პრიმა მოჭმუჭნა თითებით და შორსმჭვრეტი მზერით წამოიწყო: “რაო მაგ მათხუარმა რეიგანმაო?”

  1. ეომა თავის ისტორიულ, კულტურულ საყრდენს და ამ ბრძოლიდან გამოვიდა დამარცხებული;

ამ დამარცხებას აქვს სამხედრო, ეკონომიკური, დიპლომატიური, ეროვნული და საბოლოოდ ისტორიული განზომილებები;

  1. ამიტომ ომი უნდა დასრულდეს, რაც ყველას ინტერესშია და განსაკუთრებით უკრაინის.

ამიტომ უკრაინის ღალატი არ არის, როდესაც პრეზიდენტი დ.ტრამპი ცდილობს ომის დასრულებას.

  1. რუსეთის რეჟიმი ამ ომიდან ვერ გამოვა სრულიად დამარცხებული, რადგან ასე რეჟიმი უბრალოდ ვეღარ შენარჩუნდება.

და ასეთი მასშტაბის რღვევა გამოიწვევს გაცილებით დიდ გლობალურ კატასტროფას; ისევე როგორც გამოიწვევდა საბჭოთა კავშირის ერთიანი ჩამოშლა.

ამიტომ საჭიროა, რომ რეჟიმმა რუსეთში როგორმე შეატრიალოს რეალობა “სანქცია დასახოს ჯილდოდ”, “წაგება მოგებად”…

ვინც მოუსმინა ბატონი ვ.პუტინის განმარტებას ნახავდა, რომ რეჟიმი ამას უკვე აჩვევს საზოგადოებას;

უხსნის რომ ახალი ტერიტორიები შემომტკიცებულია, რომ მინერალები რომელიც ამერიკას მიაქვს უკრაინიდან უხვად არის რუსეთში… “ამიტომ სანერვიულო არაფერია”.

  1. მინერალების შესახებ შეთანხმება არის ეკონომიკური ინტერესი, რომელშიც შენიღბულია უსაფრთხოების გარანტიები და პოლიტიკური შემადგენელი.

თავად მინერალები იმდენად რთული ნედლეულია და იმდენად დიდ ინვესტიციას საჭიროებს, რომ თუ შეთანხმება შედგა ამით უკრაინა მხოლოდ ისარგებლებს.

საქართველოში ახსოვთ, როგორ მოგვექცა რუსეთი 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც დასავლეთის ინტერესი საქართველოში არ იყო;

და რამდენად იმედიანად ვუყურებდით “British Petrolium”-ის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, რამაც ეკონომიკურ პროექტში უსაფრთხოების გარანტიები გაანივთა.

  1. პრეზიდენტი ვ,ზელენსკი ომის გმირია, დიდი სახელია მსოფლიოში, რომელმაც სამი წელი აომა ქვეყანა, არ დაეცა და არ მისცა უკრაინას დაცემის საშუალება.

მაგრამ ახლა გამოწვევის წინაშე დგას, გახდება დამყოლი თუ ბოლომდე შეინარჩუნებს ომისთვის აუცილებელ სიხისტეს.

რადგან ამ სიხისტემ შეიძლება საფრთხე შეუქმნას, როგორც თავად მას პიროვნულად (რაც ნაწილობრივ უკვე ვნახეთ), ასევე უკრაინას;

გასაგებია, რომ პრეზიდენტი ვ.ზელენსკი არ არის ცალკე აღებული პირი, რადგან წარმოადგენს უკრაინას, რომელმაც ამ ომში დაკარგა ოჯახები, შვილები… თავდადებით იომა დამოუკიდებლობისთვის.

ამერიკის პრეზიდენტთან ერთი შეხვედრით გამოაცხადოს, ვაჩერებ ომს, დროებით ვთმობ ტერიტორიებს, ვთმობ წიაღისეულს და მე მივდივარ – ნახვამდის! – არ გამოდის.

სიახლისთვის უნდა მოემზადოს უკრაინის საზოგადოებაც.

იგივე დილემის წინაშე დგება ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც თავდადებით ატარებდა ერთ პოლიტიკას და გეოპოლიტიკური მდგენელების გათვალისწინებით უწევს სხვა პოლიტიკაზე დათანხმება.

საქართველო არაერთხელ გამხდარა ამისი მოწმე და მონაწილეც. ყველა მისი ხელისუფალი გარკვეულწილად ასე შეიცვალა.

ზვიად გამსახურდია, რომელმაც წლები იბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ვერ დაითანხმეს შესულიყო ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში. 9 აპრილიდან ერთი წლის შემდეგ… როდესაც რუსეთმა ტანკებით გადაუარა ქართველ სტუდენტებს.

ბატონი მ.სააკაშვილი, რომელმაც იომა რუსეთთან რა კოსტიუმითაც არ უნდა ჩასულიყო ვაშინგტონში, მაინც გახდებოდა გადატვირთვის პოლიტიკის მსხვერპლი.

მაგრამ არცერთი ასეთი ცვლილება არ ნიშნავს დასავლეთის მხრიდან ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას ან რაიმე ფორმით დათმობას, ან რუსეთის გამარჯვებას.

ისევე როგორც ახალი ადმინისტრაციისთვის იდეოლოგიურად გადაცმული “ქართული ოცნება” ვერ შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას და საქართველოში დიქტატურის დამყარებას.

ამიტომ პრეზიდენტი ვ.ზელენსკი იმავე დილემის წინაშეა, შეძლებისდაგვარად მეტი წამოიღოს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან და შეძლებისდაგვარად ნაკლები დანაკარგებით.

ამის მაყურებელი რუსეთის რეჟიმი ცხადია, რომ ამის შეფასებას დაიწყებს როგორც საკუთარი გამარჯვების. ამას არ უნდა წამოეგოს ქართველი და არც წამოეგება თუ სამართლიანია.

რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მექსიკას ოდნავ აღემატება, ერთ სულ მოსახლეზე რუსეთი 67-ე ადგილზეა მშპ-ის მონაცემებით და რა ჯარიც აღმოაჩნდა უკრაინამ აჩვენა…

საბჭოთა სივრცის და რუსული საზოგადოების გარდაქმნა რამდენიმე წელიწადზე იყო გათვლილი, მაგრამ ყველანი ვაკვირდებით, როგორც რთულად და მტკივნეულად მიდის ბოლო 35 წელია.

და კიდევ ერთი, რაც შეეხება პრეზიდენტ დ.ტრამპს. ბევრისთვის ის მისაღებია, ბევრისთვის არა; მაგრამ ისიც არის ახალი მოცემულობის ნაწილი.

ასეთი ადამიანი აირჩია ამერიკამ. ზოგიერთს არ მოსწონს მისი პირდაპირი, ხშირად უხეშად ნათქვამი, მაგრამ ამით გახდა სწორედ მოსაწონი მისი საზოგადოებისთვის.

– გართმევენ მამულს, უთხარი, რომ მისი წიაღისეული მაჩუქე და მე დამალაპარაკე.

– მომეცი გარანტია, რომ არ წამართმევს.

– გაძლევ.

– ეგრე მომცეს 25-ჯერ, მაგრამ…

– ვინ მოგცა მე არ ვიცი, მე გაძლევ, მე პატივს მცემენ.

– თუ ახლა მათ არ დასჯი, შენამდეც მოვლენ…

– ჩემამდე ვერავინ ვერ მოვა, შენ არ ხარ იმ მდგომარეობაში ეგრე მელაპარაკო, არ გაქვს მაგის უფლება, მადლიერება გამოხატე, რომ ვერთვები და შენზე ვზრუნავ!

საუბარი ჰგავდა უფრო კრიმინალური ავტორიტეტის საუბარს მასთან დახმარების სათხოვნელად მისულ კაცთან მარიო პიუზოს რომანიდან, რომელიც ბოლომდე არ თმობდა საკუთარს ეგოს თუ შიშებს… ვიდრე ორი პრეზიდენტის საჯარო განცხადებებს.

მაგრამ ასეთი “ნაღდი” და არა დათაფლული საუბარი ესმის და მოსწონს დღეს საზოგადოების უმრავლესობას ამერიკაში, რომელიც გამოიმუშავებს იმ მილიარდებს, რომელიც უკრაინას ხმარდება და მომავალშიც მოხმარდება.

დაგეგმილი იყო ასეთი საჯარო შეხლა-შემოხლა? – არა. გამოვიდა შოუ? – დიახ. საერთოდ პოლიტიკა, როგორც ყველა სფერო, რომელიც მართავს საზოგადოების განწყობებს შოუა.

ამიტომ შევხედოთ საღად, მშვიდად, ამერიკა არ არის ერთი კაცი, ისე როგორც უნდათ წარმოაჩინონ ჩვენთან და რუსეთში, სადაც ერთი კაცი ხდება თანდათან ყველაფერი…

და მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც რუსეთი არ არის, არ გახდება და ამისთვის ჩვენ ჩვენი ბრძოლა გეოპოლიტიკურად უკვე მოგებული გვაქვს, მაგრამ ადგილობრივად არ უნდა დავუშვათ რეციდივი,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.