დავით ჩუთლაშვილი: არ გადაიხდი? საშინელი ჯარიმებია. ყველაფერს გაგიყიდიან. გარდა ამისა, სანამ ჯარიმებს გადაიხდი, ქვეყნის დატოვებასაც აგიკრძალავენ

ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი:

თუ თქვენი წლიური დარიცხული შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება, თქვენ მოგიწევთ ქონების გადასახადი.
ანუ, თუ თქვენ ხელზე ასაღები ხელფასი გაქვთ 1 333 ლარი თვეში და თქვენს რომელიმე ოჯახის წევრსაც ამდენივე აქვს, ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოთ.
არ გადაიხდი? საშინელი ჯარიმებია.
ყველაფერს გაგიყიდიან.
გარდა ამისა, სანამ ჯარიმებს გადაიხდი, ქვეყნის დატოვებასაც აგიკრძალავენ.
თუ საჯარო მოხელე ხარ და შენი საჯარო მოხელეობის გარდა სხვა რაიმე საქმიანობასაც ეწევი და თუნდაც ერთი დღით გადაგიცდა ქონებრივი დეკლარაციის შევსება, მოგიწევს:
1. მრავალათასიანი ჯარიმის გადახდა.
2. უკან მიგატანინებენ მთელ ხელფასს, რასაც ამა წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ გამოიმუშავებ და
3. აგიკრძალავენ ქვეყნის დატოვებას სამუდამოდ.
ბუნებრივია, ეს სანქციები იმ ქოცებს / საჯარო მოხელეებს არ შეეხებათ, რომლების მიმართაც რუსული რეჟიმი დადებითაც არის განწყობილი, მაგრამ თუ რეჟიმი თქვენს მიმართ მოულოდნელად ცუდად განეწყო, ზუსტად ის გელოდებათ, რაც ზემოთ აღვწერე.
ახლა შეიძლება თქვათ, მე ერთგული კადრი ვარ და ყოველდღე ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის მიმართ ფეისბუკზე გულების დაპოსტვას და ლოცვების წაკითხვას არ დავიშურებ, რის გამოც ვერავინ ვერ შემეხებაო, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილსაც მასე ეგონა და მაინც შეეხნენ.
ადრე თუ გვიან აუცილებლად შეგეხებიან. ერთგული ხარ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შიდა ბრძოლაში შენი კლანი თუ დამარცხდა, ყოფას აგიტირებენ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ლოიალური ხარ რეჟიმის მიმართ.
აი ამ ჯოჯოხეთის წინააღმდეგ ვიბრძვით ის ადამიანები, ვისაც ევროპა და თავისუფალი ევროპული კანონები გვინდა და რუსული კანონები და რუსული რეჟიმი არ გვინდა.
ვიბრძვით, მაგრამ ვერ გაგებინებთ, თუ რის წინააღმდეგ ვიბრძვით.
თქვენ გიჟები და იდეალისტები გგონივართ.
ის თავისუფლება, რითაც თქვენ ახლა სარგებლობთ და რაც ევროპის დამსახურებაა, თქვენ მარადიული, მიწიდან თავისით აღმოცენებული და თავისთავად მოსული გგონიათ.
ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რა მწარედ ცდებით.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ