დავით ჩიხელიძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუაზე: მსგავსი მნიშვნელობის საქმე, მხარემ არ უნდა განიხილოს, რადგან ფაქტი სახეზეა, ვლადიმერის მეუღლე ოპოზიციას წარმოადგენს

დავით ჩიხელიძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუაზე: მსგავსი მნიშვნელობის საქმე, მხარემ არ უნდა განიხილოს, რადგან ფაქტი სახეზეა, ვლადიმერის მეუღლე ოპოზიციას წარმოადგენს
ექსპერტი დავით ჩიხელიძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგების გაბათილებას ეხმიანება.
ჩიხელიძე მოსამართლის მეუღლის, ელზა გურგენიძის ფეისბუქ-პოსტებს აზიარებს და აღნიშნავს, რომ ვლადიმერის მეუღლე ოპოზიციას წარმოადგენს და მსგავსი მნიშვნელობის საქმე მხარემ არ უნდა განიხილოს.
„მარწყვის ტორტზე გაცვლილი სამართალი – ეს ქალბატონო თეთრიწყაროს მსუნაგი მოსამართლის მეუღლეა, მოსამართლის რომელმაც დღეს ბუნდოვანი გადაწყვეტილება მიიღო, იურისტები დამეთანხმებიან, რომ არჩევნების დროს ხმის ფარულობის დარღვევა არ ყოფილა, ჩარჩო კონვერტი სრულად უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას.
მსგავსი მნიშვნელობის საქმე, მხარემ არ უნდა განიხილოს, რადგან ფაქტი სახეზეა, ვლადიმერის მეუღლე ოპოზიციას წარმოადგენს!“ – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა