დავით ჩიხელიძე: -ს შეეძლო ივანიშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეეყვანა, მაგრამ ვერ გაბედეს, რომ მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ს გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს

დავით ჩიხელიძე: -ს შეეძლო ივანიშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეეყვანა, მაგრამ ვერ გაბედეს, რომ მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ს გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს
ბაიდენის ადმინისტრაცია მაოხრებელ გზირად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მძინარე ჯოს პოლიტიკური და არამხოლოდ პოლიტიკური დღეები დათვლილია, მისი ადმინისტრაცია ცდილობს, ტრამპს მაქსიმალურად დაზიანებული საგარეო პოლიტიკა დაახვედროს, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, სთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.
მისივე თქმით, აშშ-მ ვერ გაბედა ივანიშვილის ადამიანის უფლებების დარღვევაში და კორუფციაში დადანაშაულება, ვერც ის გაბედეს , რომ მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ს გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს. მანვე აღნიშნა, რომ ივანიშვილის სანქცირების ერთადერთი მიზეზი საქართველოს და ქართველი ხალხის სიყვარული არის, მას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ აპატიეს, არ აპატიეს მშვიდობა, რომელიც დღეს საქართველოში არის.
“აშშ-ს წარმომადგენლები საქართველოს ისტორიას, რომ იცნობდნენ ივანიშვილის სანქცირებას არ მოახდენდნენ, რადგან ქართველები სამშობლოს გამო არათუ ფულს, არამედ სიცოცხლეს თმობდნენ. ივანიშვილის სანქცირება, შინაარსისგან დაცლილი აქტია, რომელიც საზოგადოებაში გარკვეული აღქმების შექმნას ემსახურება, რადგან ჩვენს ევროკრეტინებს შინაარსში შესვლის გონებრივი რესურსი არ აქვთ…
აშშ-ს შეეძლო ივანიშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეეყვანა, მაგრამ ეს ვერ გაბედეს, (ცნობისთვის მაგნიტსკის სიაში შეყვანას, კონკრეტული კრიტერიუმები აქვს და მას აშშ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დამრღვევთა და კორუფციაში ჩართული პირების მიმართ იყენებს, მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი პირი, მთელი ცხოვრების განმავლობაში სანქცირებულია და მისთვის სანქციების მოხსნა არ ხდება) აშშ-მ ვერ გაბედა ივანიშვილის ადამიანის უფლებების დარღვევაში და კორუფციაში დადანაშაულება, ვერც ის გაბედეს , რომ მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ს გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს. ივანიშვილის სანქცირების ერთადერთი მიზეზი საქართველოს და ქართველი ხალხის სიყვარული არის, მას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ აპატიეს, არ აპატიეს მშვიდობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის!

ასევე დაგაინტერესებთ

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი