დავით ქაცარავა – სასამართლოდან მომივიდა შეტყობინება – 5 ივლისს, „ქოცრეჟიმი“ მასამართლებს იმისთვის, რომ სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი დავით ქაცარავა სასამართლოში დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც ქაცარავა აღნიშნავს, სხდომა 5 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
„გუშინ მომივიდა შეტყობინება სასამართლოდან. 5 ივლისს, „ქოცრეჟიმი“ მასამართლებს იმისთვის, რომ 14 მაისს სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა და ჩამიტარა ეგზეკუცია. ალბათ, მოიყვანენ პოლიციელებს და ტრადიციულად ათქმევინებენ, რომ სამხრე კამერები გათიშული იყო და აი, ზუსტად მაგ დროს დედის რძე ვაგინე მათ. რაც გამიკეთეს ამ ჯალათებმა, კი იყვნენ ამისთვის საგინებლები, მაგრამ მართლა არ მიგინებია. არც შარდი შემისხამს მათთვის(საბურთალოს გამგეობის თანამშრომელმა სცადა ამ ჭორის გავრცელება)“, – წერს ქაცარავა.