“ე.წ. საქართველოს მთავრობა, იმ განკარგულებაში, რომელიც ეხება ოკუპაციის ხაზთან მდებარე რეგიონებს, ვერ ბედავს დაწეროს “ოკუპაციის ხაზი”.
წერს – “გამყოფი ხაზი”.
თითქოს, დეტალია, პატარა ნიუანსი?
სინამდვილეში არა – ტერმინები “გამყოფი ხაზი”, “საზღვრისპირა სოფლები”, “საზღვარი”, რომლებსაც ხშირად ვისმენთ ქოცბანდის წარმომადგენლებისგან, ემსახურება რუსულ მიზანს, შეგვაჩვიონ იმ აზრს, რომ ადრე თუ გვიან, ოკუპაციის ხაზი გარდაიქმნება “სახელმწიფო საზღვრად” და მოგვიწევს, როგორც რუსორკები მუდმივად მოგვიწოდებენ,“არსებულ რეალობას შევეგუოთ”.
აი ზუსტად ამ პროპაგანდას ეწევა ქოცნება და ნაბიჯ-ნაბიჯ გვამზადებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოოდ დაკარგვისთვის.
ბოლოს ხომ იცით, ვინ აღმოჩნდება დამნაშავე?
მართალია, გენერალი მაზნიაშვილი,” – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.
