დავით ქართველიშვილი Tesla-ს Cybertruck-ის აფეთქებაში ეჭვმიტანილის შესახებ: აშშ-ს არმიის სპეციალური ძალების სერჟანტი, ნამყოფია საქართველოში, კონგოს რესპუბლიკაში და უკრაინაში – ვიზიტის დეტალები გამჟღავნებული არ არის

დავით ქართველიშვილი Tesla-ს Cybertruck-ის აფეთქებაში ეჭვმიტანილის შესახებ: -ს არმიის სპეციალური ძალების სერჟანტი, ნამყოფია საქართველოში, კონგოს რესპუბლიკაში და ში – ვიზიტის დეტალები გამჟღავნებული არ არის
ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ საწვავით და ფეიერვერკით სავსე Tesla-ს Cybertruck-ის აფეთქებაში ეჭვმიტანილი მეთიუ ლიველსბერგერის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აშშ-ს არმიის სპეციალური ძალების სერჟანტი 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილამდე იმყოფებოდა ავღანეთში. ასევე საქართველოში, კონგოს რესპუბლიკაში და უკრაინაში, თუმცა ამ ქვეყნებში მისი ყოფნის ზუსტი თარიღები და დეტალები ცნობილი არ არის.
„ვინ არის მეთიუ ლიველსბერგერი — აშშ-ს არმიის სპეციალური ძალების სერჟანტი, რომელიც ეჭვმიტანილია Tesla Cybertruck-ის ელექტრომობილის აფეთქებაში ლას-ვეგასის სასტუმროსთან, რომელიც აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ეკუთვნის. USA Today-ის ინფორმაციით, ლიველსბერგერი 2006 წლიდან მსახურობდა შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში და მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში.
2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილამდე იგი იმყოფებოდა ავღანეთში. გარდა ამისა, იგი გაგზავნილი იყო საქართველოში, კონგოს რესპუბლიკაში და უკრაინაში, თუმცა ამ ქვეყნებში მისი ყოფნის ზუსტი თარიღები და დეტალები არ არის გამჟღავნებული. ასევე იუწყებიან, რომ ლიველსბერგერი გერმანიაში უკრაინელი სამხედროების გაწვრთნაში მონაწილეობდა და მსახურობდა სპეციალური დანიშნულების 10-ე ჯგუფში. ლას-ვეგასის ინციდენტის დროს იგი შვებულებაში იმყოფებოდა…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“

თქვენ თუ ტრამპის არჩევამდე ხედავდით, რომ ჩვენს ხელისუფლებას ურტყამდნენ ამერიკიდან და ევროპიდან, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-სთან ერთად მოკავშირე ვართ მშვიდობის პოლიტიკის დამყარების საქმეში

კრიტიკა მოემართებოდა ჩვენდამი, რომ თითქოს, დასავლეთს ვუღალატეთ, ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთი – აშშ-თან ერთად ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც სწორედ რომ დასავლურ ღირებულებებს ემსახურება