დავით ქართველიშვილი უცხოური ძალების მიერ საქართველოში დაგეგმილ რევოლუციაზე ტელეგრამ-არხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ს შესახებ ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ ემზადებიან არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის რადიკალური ძალები. პოსტში ქართველიშვილი იმ ინფორმაციას აჟღერებს, რომლითაც დასტურდება, რომ არეულობის მზადება ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან შეთანხმებით, ქვეყნის გარეთ იგეგმება.
„საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ-არხი Win/Win ჩვენი არჩევნების თაობაზე, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ: “საქართველოში მასობრივი არეულობის ორგანიზების მომზადებას ახორციელებს ცნობილი უკრაინელი ტერორისტი კირილ ბუდანოვი (ГУР – მთავარი დაზვერვის სამმართველო).
ბუდანოვი ვარშავაში პირადად ხვდება ევროპული შეხედულებების ცნობილ ქართველ ოპოზიციონერებს, რომლებიც ამერიკელებზე მუშაობენ. ოპოზიციონერების პერსონიფიცირებას არ მოვახდენთ, რათა თავიდან ავირიდოთ არჩევნების წინა დღეებში მათი დამატებითი რეკლამირება, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ისინი გახარიას პარტიის და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები არიან. ამავე საქმით არის დაკავებული პოლონეთში -ის ელჩიც, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის აპარატის უფროსს ხვდება.
მანამდე კი, ათასზე მეტი აქტივისტის შეკრება გაიმართა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში “მასობრივი არეულობების” ტრენინგებს გადიოდნენ და წარმოადგენენ პროფესიონალ რევოლუციონერებს საბრძოლო გამოცდილებით და მომზადებით სწორედ ურბანული ბრძოლებისთვის. მათ შორის ასევე არიან ტექნიკური სპეციალისტები კიბერუსაფრთხოების, მონაცემების დაშიფვრისა და გადაცემის სფეროში, ვინაიდან დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ასევე ემზადება მასობრივი არეულობისთვის და აპირებს ფიჭური კომუნიკაციებისა და მობილური ინტერნეტის გასათიშად. თუმცა დიდი ალბათობით, საქართველოს სპეცსამსახურები გაფრთხილებულნი არიან ამ შეხვედრებისა და მათი გეგმების შესახებ”, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო- წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი მესიჯი რა იქნებოდა

რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს