დავით ქართველიშვილი: ტრამპთან შეხვედრიდან გამოსულმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს იმ პოზიციების გადატვირთვა, რომელმაც მეტასტაზებივით შეჭამა ევროკავშირი

დავით ქართველიშვილი: ტრამპთან შეხვედრიდან გამოსულმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს იმ პოზიციების გადატვირთვა, რომელმაც მეტასტაზებივით შეჭამა ევროკავშირი
„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და მოსალოდნელ ახალ დღის წესრიგზე ისაუბრა.
როგორც დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, კონსერვატიული ძალები მსოფლიო მასშტაბით აშკარად ძლიერდებიან და ეს დაკვეთა სწორედ ამომრჩევლის მხრიდან არსებობს.
„10 დეკემბერს დონალდ ტრამპს შეხვედრა ჰქონდა ისეთ გამოჩენილ მსოფლიო ლიდერებთან და სახეებთან, როგორებიც არიან: უნგრეთის პრემიერ-მინისტრი – საქართველოსა და პირადად, ირაკლი კობახიძის დიდი მეგობარი; მაიკ ვოლცი – ადამიანი, რომელიც ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით მრჩევლის პოზიციას დაიკავებს; ნაიჯელ ფარაჯი, რომელიც ბრიტანეთის ნაციონალურ-„კონსერვატიული რეფორმების“ პარტიის ლიდერია; ნიკ ქენდი, რომელიც ბრიტანელი მილიარდერი და ამ რეფორმატორების პარტიის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია და ადმინისტრაციის სხვა ახალი სახეები, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. მათ შორის, ამ „საიდუმლო სერობის“ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო ილონ მასკი, რომელმაც ნაიჯელ ფარაჯის „რეფორმატორთა პარტიას“ 100 მილიონი დოლარის გადარიცხვასა და სრულ მხარდაჭერას უკვე შეჰპირდა. თუ რა შედეგებით დასრულდა ეს შეხვედრა, შეგვიძლია ამოვიკითხოთ ს გაბრწყინებულ სახეზე, რომელსაც, როგორც ჩანს, ბრიუსელში ახალი მისია დაეკისრა – იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა. ამ შეხვედრიდან გამოსულმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ტრანსფორმაცია და იმ პოზიციების გადატვირთვა, რომელმაც მეტასტაზებივით შეჭამა ევროკავშირი, აუცილებლად უნდა მოხდეს.
ამ შეხვედრის შედეგები საინტერესოდ დაეტყო ბრიტანულ პოლიტიკასაც. ნაიჯელ ფარაჯი გაერთიანებული სამეფოსთვის, დიდი ალბათობით, იქნება ახალი ტრამპი და მომავალი პრემიერ-მინისტრი. მისი „რეფორმატორების პარტია“ რეიტინგით უკვე უსწრებდა საპარლამენტო ლეიბორისტების პარტიას და ოდნავ ჩამორჩება საპარლამენტო კონსერვატიულ პარტიას, მაგრამ იმდენად მზარდია მისი პოპულარობა და იმდენად დიდ შიშს იწვევს ის ბრიტანეთის შიდა პოლიტიკაში, რომ რუმინეთის პრეცედენტი რომ განვიხილოთ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გააუქმებინეს ის პირველი ტური, სადაც არა ლიბერალმა, არამედ კონსერვატორმა გაიმარჯვა (რაც, ასევე მოლდოვაში გააკეთეს), დაახლოებით, ამ გზას დაადგნენ დიდ ბრიტანეთშიც. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში 2025 წლის მაისში უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის . წარმოიდგინეთ, რომ ყველა იმ ოლქსა და რაიონში, სადაც ნაიჯელ ფარაჯის პოპულარობა უდავოა და 100%-ს უახლოვდება, გადაწყვიტეს, რომ მაისის გააუქმონ. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ იქ თურმე დასასრულებელია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და ეს არჩევნები შეიძლება გადავიდეს 2026, ან 2027 წელს“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე