დავით ქართველიშვილი: თბილისში აგენტურა შეშფოთებულა – ბოძებზე, კედლებზე, ღობეებზე, ლიფტებზე მათი სახეებისა და უკანალების ამსახველი ფოტოები გაუკრავთ

დავით ქართველიშვილი: თბილისში აგენტურა შეშფოთებულა – ბოძებზე, კედლებზე, ღობეებზე, ლიფტებზე მათი სახეებისა და უკანალების ამსახველი ფოტოები გაუკრავთ
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თბილისში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების, კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას შესახებ გავრცელებულ პოსტერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
დავით ქართველიშვილი აღნიშნულ ფოტოებს აზიარებს და წერს, რომ მსგავსი პოსტერები თბილისის გარეთაც უნდა გავრცელდეს.
„თბილისში აგენტურა შეშფოთებულა – ბოძებზე, კედლებზე, ღობეებზე, ლიფტებზე მათი სახეებისა და უკანალების ამსახველი ფოტოები გაუკრავთ. ხალხი „ტაშს“ უკრავს ამ საზოგადოებრივ წამოწყებას, ხოშტარია – ჯაფარიძე კი, „ეს სულ სხვა ტაშიას“ ყიჟინით „ოფშორტელევიზიებს“ იღებენ შტურმით – „შეურაცხგვყოფენო, გვიშველეთო“. სად ჩვენი „უწყინარი მონა.ჯი-ო“ და სად ეს ჩვენი დაუფარავი საჯარო მხილებაო… სანამ აგენტურა ჯერ კიდევ მოლოდინშია – „დასრულდება უკრაინის ომი კიევის გამარჯვებით და ჩვენ – თქვენ ბოძებზე ჩამოგკიდებთო“, ჯერჯერობით, თბილისის ბოძებზე აგენტურის ფოტოებს აკრავენ. თბილისის მასშტაბი კი აშკარად მეცოტავება – ბოძები, კედლები და ღობეები დედაქალაქის მიღმაც არ გვაკლია და ამ სამარცხვინო სახეებსა თუ უკანალებს ყველა სოფლის „ბირჟა“ უნდა იცნობდეს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ