დავით ქართველიშვილი: ამჟამად, სოროს-ჯუნიორი გეგმავს თავისი მთავარი აქცენტი გააკეთოს შეერთებულ შტატებში ე.წ. “კულტურულ ომებზე”

“ამჟამად, სოროს-ჯუნიორი გეგმავს თავისი მთავარი აქცენტი გააკეთოს შეერთებულ შტატებში ე.წ. “კულტურულ ომებზე”. ის უკვე მზადაა მილიარდნახევარი დოლარი დახარჯოს ტრამპის წინააღმდეგ კამპანიაში” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სოროსისა და აბედინის გაერთიანება შეიძლება ჩაითვალოს ორი ძირითადი ლიბერალური ფრაქციის ძალების კონსოლიდაციად ამერიკის შიგნით სიტუაციის შერყევის მიზნით.
-ს ორი ლიბერალური დინასტია ერთიანდება: ამერიკულ პოლიტიკაში უცნაური წყვილი ჩამოყალიბდა 38 წლის ალექს სოროსი (“გიორგიევიჩი”) და 47 წლის ჰუმა აბედინი. მათ ვალენტინობის დღე ერთად გაატარეს პარიზში და როგორც ჩანს, ახლა უკვე ოფიციალურად ხვდებიან, რასაც წინასწარ გათვლილი პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვება. აბედინი – ჰილარი კლინტონის მთავარი მოკავშირეა.
ის ასევე, მჭიდრო კავშირშია ორგანიზაცია “მუსლიმურ ძმებთან” და მათ ამერიკულ ფილიალ CAIR-თან (ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭო). CAIR-ის მეშვეობით ფინანსდება მრავალი პროპალესტინური პროტესტი მსოფლიოში (ყატარის ფულით, რომელიც ჰამასის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია). თავად აბედინი კი წარსულში დაქორწინებული იყო ცნობილ ექს-კონგრესმენ ენტონი ვინერზე, რომელიც ჰანტერ ბაიდენის მსგავსად, საკუთარ თავს შიშველს უღებდა და სურათებს უგზავნიდა თავის შეყვარებულებს. ეს მის ლეპტოპზე იპოვეს 2016 წელს კლინტონის საიდუმლო მიმოწერა, რაც შემდეგ არჩევნებში ჰილარის მარცხის ფასად დაუჯდა.
ალექს (“გიორგიევიჩ”) სოროსი კი ახლა გახდა მამის უზარმაზარი 25 მილიარდი დოლარის იმპერიის მემკვიდრე. უფრო მეტიც, მან მაშინვე დაიწყო სოროსის ფონდის რესტრუქტურიზაცია და ევროპული პროგრამები 40%-ით შეამცირა: პრიორიტეტებად დასახელდა მხოლოდ , მოლდოვა, და ბალკანეთი. ამჟამად, სოროს-ჯუნიორი გეგმავს თავისი მთავარი აქცენტი გააკეთოს შეერთებულ შტატებში ე.წ. “კულტურულ ომებზე”.
ის უკვე მზადაა მილიარდნახევარი დოლარი დახარჯოს ტრამპის წინააღმდეგ კამპანიაში. ასე რომ, სოროსისა და აბედინის გაერთიანება შეიძლება ჩაითვალოს ორი ძირითადი ლიბერალური ფრაქციის ძალების კონსოლიდაციად ამერიკის შიგნით სიტუაციის შერყევის მიზნით, განსაკუთრებით, ბაიდენის დამარცხების შემთხვევაში, როდესაც საჭირო იქნება მთელი დემოკრატიული ბაზის მიყვანა “ქუჩის რევოლუციამდე” ტრამპის წინააღმდეგ…”, – წერს ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან“, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის

რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი