დავით ქართველიშვილი: აგონია და სასიკვდილო კონვულსიებია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით მასში ქართველობის, პიროვნების და ქველმოქმედის მოსპობის მცდელობა

დავით ქართველიშვილი: აგონია და სასიკვდილო კონვულსიებია ს დასანქცირებით მასში ქართველობის, პიროვნების და ქველმოქმედის მოსპობის მცდელობა
ერთხელაც ვეცდებით შევახსენოთ ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ და მათ ადგილობრივ ჭინკებს: ჯვრიდან არ ჩამოდიან – ჯვრიდან გარდამოიხსნებიან! ბიძინა ივანიშვილის დროებითი (!) დასანქცირებით იცით ვის მიაყენეთ რეალური ზარალი? მათ არა, ვისაც ივანიშვილის ფინანსურმა თანადგომამ წინა წლებში ონკოლოგია დააძლევინა, ბინები აყიდვინა, ყოველთვიური ხელფასები აათვისებინა და დღეს თავის მამა-მარჩენლის დასანქცირებას მხარი რომ დაუჭირეს. მათ არა!, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, აგონია და სასიკვდილო კონვულსიებია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით მასში ქართველობის, პიროვნების და ქველმოქმედის მოსპობის მცდელობა.
„აი, თქვენს დედებს, შვილებს, ღმერთმა ქნას აგარიდოთ „ბუმერანგის“ პრინციპი და არ გაგაჭირვოთ მსგავს განსაცდელში – ბაიდენს, ან მეთიუ მილერს ებარებოდეთ, რომლებსაც თქვენი პირადი თუ თქვენი საახლობლოს ტრაგედიები ფეხებზე ეკიდათ, გარდა ივანიშვილის ქველმოქმედებისა, რომელსაც სიკვდილს გადარჩენილი გველისა არ იყო, გადარჩენისას კბენით უპასუხეთ: განა არ იცოდიო, ვის გადარჩენას ცდილობდიო.
აგონია და სასიკვდილო კონვულსიებია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით მასში ქართველობის, პიროვნებისა და ქველმოქმედის მოსპობის მცდელობა. განსაკუთრების იმის ფონზე, აგენტოკრატების ლაქიებმა უარიც რომ ვერ განაცხადეს მათთვის მიუღებელი და საზიზღარი სახელმწიფოს მხრიდან პარტიული დაფინანსების მიღებაზე. საცოდავად და სასაცილოდ გამოიყურებით, სატირლად რომ არ გქონდეთ საქმე…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? ან, მიუხედავად უამრავი მცდელობების იმ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ არის, რომელმაც საქართველოში ომი არ დაუშვა და მშვიდობა აქვს?!