დავით ფაცაცია ქუთაისში წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორიის (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაციას დაესწრო

ქუთაისში, სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ებრაელის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორიის (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, წიგნი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ გამოსცა და მასში შესულია უნიკალური საარქივო მასალები, რომელთაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ედო გრიფი „საიდუმლო“.
ამასთან, აღნიშნულია, რომ პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ამასთნ, განმარტავენ, რომ იაკობი აქტიურად მუშაობს ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ მან დააფუძნა და შექმნა ებრაული კვლევითი ცენტრი და დიდი შრომის შედეგად ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობების ძალიან ბევრი უნიკალური ისტორიული მასალა აღმოაჩინა.
„ქართველ და ებრაელ ერებს შორის ურთიერთობა ითვლის ათასწლეულებს. ჩვენი ერთად ყოფნა, ერთმანეთის მხარდაჭერა, მშვიდობა, ისე როგორც არასდროს დღეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი.
ებრაელმა ერმა სახელმწიფოს გარეშე, ტრადიციებით, ლოცვით, ურთიერთობებით მოახერხა გადარჩენა და შემდგომ მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოს შექმნა. მჯერა, რომ სწორედ ასეთი ტრადიციებისა და რწმენის დაცვის, ერთმანეთის გატანის, ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებისა და ძმობის მაგალითები, კიდევ უფრო გაგვაძლიერებს ერთიანი საქართველოს მშენებლობის გზაზე.
მადლობას ვუხდი ბატონ იაკობს, იმ უდიდესი დახმარებისა და თანადგომისათვის, რაც მან 90-იან წლებში გაუწია ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და დასაფასებელია, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ და გვეამაყება მეგობრები“, – აღნიშნა დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ