დავით უსუფაშვილი: თბილისი არის ოცნების თავის ტკივილი

მათი სუსტი წერტილი გარე სამყაროსთან ურთიერთობაში არის რა მდგომარეობაში იცით, უკან დაბრუნების გზა რომ აღარ არის – მათი შემობრუნების წერტილი გავლილია, ანუ მათი შემოტრიალება რაიმე ტიპის ზეწოლით, შერცხვენით, მეტი სანქციით, მგონია რომ პრინციპულად შეუძლებელია. ეს გასაგრძელებელია, მაგრამ ამით შედეგის მიღწევა, ანუ მათი სახელისუფლებო სისტემიდან ჩამოცილება, ეს ფაქტორები არ არის საკმარისი.

საჭიროა მათი სუსტი წერტილის მოძებნა, როდესაც ლელომ დაიწყო საუბარი იმაზე,  თბილისზე ხომ არ ვიფიქროთ ადგილობრივი ს კონტექსტშიო, სწორედ აქედან მომდინარეობდა. ის კი არა, რომ რამე არჩევნების გვჯერა, რომ ამ არჩევნებს უკეთ ჩაატარებს ან რაღაცა ადგილობრივი არჩევნებით გადაწყდება – არა. ჩვენ გავაანალიზეთ ვითარება და ეს ოფიციალური მონაცემებია, ყოველ არჩევნებში ქართული ოცნება თბილისში იღებდა, ყველა გაყალბებულ არჩევნებშიც, დაახლოებით 20%-ით ნაკლებს, ვიდრე ეროვნული მასშტაბით. ანუ თბილისი არის ოცნების თავის ტკივილი, იმიტომ რომ თბილისში, თბილისის ამომრჩევლის უდიდესი უმრავლესობა და ნებისმიერ არჩევნებს რომ ჩავხედოთ 15-20%-ით მეტი ოპოზიციას აძლევდა ხმას. ანუ ჩვენ ამ პროცესში უნდა დავინახოთ სად არის მისი სუსტი წერტილი და სად შეიძლება იმ ბრძოლის გამართვა, სადაც თავს მოიყრიდა დღემდე ცნობილი და კიდე უცნობიც ჩვენივე გამოგონილი ტაქტიკა და სტრატეგია. ეს იქნებოდა მეიდანი, თუ მილიონი ადამიანის შეკრება, თუ მასშტაბური პროტესტი, თუ მასშტაბური წინააღმდეგობა მშვიდობიანი, კონსტიტუციური, გაფიცვა, ადამიანების მუდმივი ზეწოლა, საპროტესტო მუხტის მასშტაბის გაზრდა. ყველა შესაძლო ხერხი მშვიდობიანი და კონსტიტუციური, რომელიც სადმე ოდესმე ვინმეს გამოუყენებია სამშობლოს დასახსნელად.

განაცხადა ლელო საქართველოსთვის წევრმა, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანოა ფორმულას ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პუტინი გადატრიალებას უწოდებდა „ვარდების რევოლუციას“, იდენტურია, რასაც საუბრობენ წულუკიანი და პუტინი – ჩვენ დიდ შეცდომად მივიჩნევთ, რომ ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლებად ყოფნის, ალბათ, მაშინ ვერ გამოვერკვიეთ მის ძირებს