კოპენგაგენში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე, საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის საკითხიროგორ აისახება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე „ინტერპრესნიუსი“ ატლანტიკური საბჭოს წევრს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, დავით სიხარულიძეს ესაუბრა.
– ბატონო დავით, კოპენგაგენში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე გვინდა გესაუბროთ.
31 აგვისტოს ამოიწურა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ვადა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის შემდეგაც ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება-არშენარჩუნების საკითხის განხილვას ვარაუდობს.
ვიცით, რომ ევროკომისია საქართველოს საკითხზე შუალედურ ანგარიშს ოქტომბრის ბოლოსთვის მოამზადებს. რაც შეეხება საქართველოსთვის ვიზალიბერალისაციის შენარჩუნება-არშენარჩუნების საკითხს, საუბარია ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერების მექანიზმის ამუშავებაზე.
უკვე ასევე ვიცით, რომ ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეჩერებას ეწინააღმდეგება უნგრეთი.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ შეხვედრაზე უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივაზე იმსჯელებენ, რას შეიძლება ველოდოთ საქართველოსთან დაკავშირებით ოქტომბრისათვის დაგეგმილი ევროკომისიის შუალედური ანგარიშისაგან?
– ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა კოპენჰაგენში დღეს იწყება და სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემა ევროკავშირის დღის წესრიგში დიდი ხანია დგას და უკავშირდება იმ ვალდებულებების შეუსრულებლობას, რომელიც საქართველოს თავის თავზე აიღო და არ შეუსრულებია. ის 8 საკითხი, რომლის შესრულება ევროკომისიამ საქართველოს წინაშე დააყენა უაღრესად მნიშვნელოვანია პირველ რიგში საქართველოს განვითარებისთვის. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ მათი შესრულება ევროკომისიას კი არა, საქართველოს სჭირდება.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემა ევროკავშირის დღის წესრიგში დიდი ხანია დგას და უკავშირდება იმ ვალდებულებების შეუსრულებლობას, რომელიც საქართველოს თავის თავზე აიღო და არ შეუსრულებია
ასეა, რადგან საუბარია მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე, რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, საუბარია ისეთი კანონების გაუქმებაზე, რომლებიც ჩვენს დემოკრატიას ანადგურებს.
ასევე საუბარია ისეთ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება უკანონო მიგრაციისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებს. სამწუხაროდ, ამ საკითხებზე ხშირად არ საუბრობენ, მაგრამ ეს საკითხები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული სტრატეგიის მიღება და ანტიკორუფციული რეფორმა.
ყველა ეს საკითხები საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროკომისია კიდეც რომ არ არსებობდეს და ამ რეკომენდაციების შესრულებას არ ითხოვდეს, ეს საკითხები ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხებია. აქ იგულისხმება რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და რეპრესირებულთა განთავისუფლება.
ვიზალიბერალიზაციის თემაც ამ საკითხებს უკავშირდება. საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოქმედებით ქვეყანაში დემოკრატია არა მხოლოდ უკან დახია და უკან გადადგა ნაბიჯები, არამედ თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს იმიჯსა და რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე. ამგვარი ქმედება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო.
საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოქმედებით ქვეყანაში დემოკრატია არა მხოლოდ უკან დახია და უკან გადადგა ნაბიჯები, არამედ თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს იმიჯსა და რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე. ამგვარი ქმედება არის ჩვენის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო
ერთადერთი ქვეყანა, ვისაც ეს შეიძლება ახარებდეს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა – რუსეთის ფედერაცია. აგრესიული სახელმწიფო, რომელიც ომებს იწყებს ევროპის კონტინენტზე და ცდილობს გაანადგუროს თავისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი და შელახოს მათი ტერიტორიული მთლიანობა.
– საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებას ეწინააღმდეგება უნგრეთი.
ასეთ ვითარებაში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ თემაზე საქართველოს მოლოდინი როგორი შეიძლება ჰქონდეს?
– რთულია ჯერჯერობით ამაზე საუბარი, მაგრამ მე მაქვს მოლოდინი სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
უნგრეთის დღევანდელი ღრმადკორუმპირებული ხელისუფლება ახლო ურთიერთობებშია რუსეთთან და ამიტომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ მისაღებ ბევრ და ამ კონკრეტულ საკითხზე ლოგიკური გადაწყვეტილების მიღებას.
აბსურდი და ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ უნგრეთის პრემიერი საქართველოს გულისთვის და ხათრით აკეთებდეს რამეს. იგი ხელმძღვანელობს იმით, რაც უნგრეთის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. უნგრეთის პრემიერი უკრაინის წინააღმდეგაც იმის გამო ხშირად გამოდის, რომ უნგრეთმა ევროკავშირიდან მეტი ფინანსური სარგებელი მიიღოს. ჩვენს ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებითაც ამ შემთხვევაშიც იგივე საკითხთან გვექნება საქმე.
რა თქმა უნდა, ევროკავშირსა და უნგრეთს შორის ურთიერთიბები ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაიძაბა იმის გამო, რომ პრემიერი ორბანი თავისი განცხადებებით პრაქტიკულად იმეორებს იმ გზავნილებს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ხშირად აკეთებს.
აბსურდი და ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ უნგრეთის პრემიერი საქართველოს გულისთვის და ხათრით აკეთებდეს რამეს… უნგრეთის პრემიერი უკრაინის წინააღმდეგაც იმის გამო ხშირად გამოდის, რომ უნგრეთმა ევროკავშირიდან მეტი ფინანსური სარგებელი მიიღოს. ჩვენს ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებითაც ამ შემთხვევაშიც იგივე საკითხთან გვექნება საქმე
ეს ეხება მის განცხადებას იმაზე, რომ უკრაინამ მიიტანა იერიში იმ ნავთობსადენზე, რომლითაც უნგრეთი რუსეთისაგან ენერგომატარებლებს იღებს. გასაგებია რომ ამ ნავთობსადენის აფეთქება უნგრეთისთვის შეშფოთების საგანია, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ამ ნავთობსადენისაგან მიღებული ფულით რუსეთი ამზადებს ჭურვებს, რომლითაც ის ანადგურებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს, სამხედრო დანაშაულებს ჩადის და საშინელ დღეში აგდებს უკრაინის მოსახლეობას.
ამიტომ ეს ნავთობსადენი უკრაინისთვის ლიგიტიმური სამიზე იყო. ამგვარი ფინანსური წყაროებით რუსეთი ინარჩუნებს შესაძლებლობას აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და ყოველ დღე ჩაიდინოს ომის დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
– ვიცით, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცესს.
ჩვენი ხელისუფლება აცხადებს რომ უნგრეთი და მისი ლიდერი პრემიერი ორბანი ევროკავშირში საქართველოს ლობისტი ქვეყანაა.
თუ ბატონი ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, იგივე უნგრეთი და მისი პრემიერი როგორღაა საქართველოს ლობისტი ქვეყანა ევროკავშირში?
– ევროკავშირში საქართველოს უნგრეთის მიერ ლობისტობა აბსურდული მტკიცებაა. თუ ვინეს ლობისტობა შეიძლება იყოს ევროკავშირში საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელი, რა თქმა უნდა, ეს უნგრეთია.
ერთადერთი რასაც უნგრეთი აკეთებს, ისაა რომ აზიანებს ევროკავშირში საქართველოს ინტერესებს. რა ლობისტობაზეა საუბარი, როცა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე მივა საქმე, უნგრეთი ყოველთვის ცალკეა და მისი ძირითადი ფუნქციაა ამ პროცესს წინააღმდეგობა გაუწიოს.
ერთადერთი რასაც უნგრეთი აკეთებს, ისაა რომ აზიანებს ევროკავშირში საქართველოს ინტერესებს. რა ლობისტობაზეა საუბარი, როცა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე მივა საქმე, უნგრეთი ყოველთვის ცალკეა და მისი ძირითადი ფუნქციაა ამ პროცესს წინააღმდეგობა გაუწიოს
საქართველოს მთავრობაში მგონი აღარ დარჩა ადამიანი, რომელიც ვიზიტით არ იმყოფებოდა უნგრეთში. და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყანის მმართველი გუნდი და „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად იზოლაციაში იმყოფება.
– საქართველოსთვის ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება- არშენარჩუნების თემა სცდება მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების მიერ ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საკითხს.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული. მანამდე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებული წევრობა აკავშირებს.
ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსულებლობა რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?
– დიახ, ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის მხოლოდ ერთი კომპონენტია. მასზე ახლა იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ კარგად გვესმის თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის თუნდაც დროებით შეჩერებამ.
არადა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მმართველი „ქართული ოცნების“ რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ მოქალაქეების მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში, მის გაუქმებას, ან თუნდაც დროებით შეჩერებას, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოჰყვეს. საქართველოს უახლესი ისტორია იყო თაობების მუხლჩაუხრელი შრომა იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ დაახლოებოდა თავის ისტორიულ ადგილს, ყოფილიყო უსაფრთხო, უზრუნველყოფილიყო მისი ეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური განვითარება და ჩვენ ვყოფილიყავით ევროპის ნაწილი.
ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ მოქალაქეების მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში, მის გაუქმებას, ან თუნდაც დროებით შეჩერებას, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოჰყვეს პუტინმა დიდი ზიანი მიაყენა მეზობელ და სხვა ქვეყნებს, მაგრამ, უდიდესი ზიანი მიაყენა თავად რუსეთს, როგორ სახელმწიფოს. ასეა თუნდაც იმიტომ რომ უკრაინაში ომის შემდეგ რუსეთი იქნება გაცილებით უარეს მდგომარეობაში, ვიდრე, შესაძლოა ომამდე ყოფილიყო. თუმცა, ეს ჩვენი სადარდებელი არ არის
ამაზე მუშაობა გუშინ და გუშინ წინ არ დაწყებულა. თანამედროვე ქართული სახელმწიფოს საფუძვლის ჩაყრა ილია ჭავჭავაძისგან იწყება. ახლა იმ პოლიტიკით და იმ ნაბიჯებით, რომლითაც საქართველოს უპირისპირებენ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, ეს პრაქტიკულად არის შემობრუნება და უარის თქმა საქართველოს საუკეთესო ქართველების ბევრი თაობის მუხლჩაუხრელ შრომაზე.
იმ პერიოდშიც კი, როდესაც საქართველო ოკუპირებული იყო ბოლშევიკურ-კომუნისტური რუსეთის მიერ, მაშინაც კი ეს იდეები არ ჩამქრალა და საქართველოში დამოუკიდებლობის ჩირაღდანი ყოველთვის ინთო. ჩვენ საქართველოს ყოველთვის აღვიქვამდით ევროპის ნაწილად და ვცდილობდით ევროპასთან დაახლოებას.
– ჩინეთი მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80-ე წლისთავს აღნიშნავს და მასზე მიწვეული არიან მსოფლიოს ლიდერები, მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და ამ თემას გვერდს ვერ აუვლით.
თქვენთან დაკავშირებამდე ამ თემაზე მასალებს გადავხედე, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ჩასვლას ჩინეთში, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიღებებს, მეზობელი ქვეყნების ლიდერებისა და მათი მეუღლეების ერთობლივად გადაღებულ სურათებსა და ამაზე ინფორმაციებს. ასევე საქართველოს ხელისუფლების მიუწვევლობაზე გამოხმაურებებს.
ყველაფერ ამაზე სოციალურ ქსელის ქართულ სეგმენტში გამაკვირვა ჩვენი თანამოქალაქეების რეაქციებმა იმაზე, რომ თურმე ცივილიზებული სამყაროს დიდი ნაწილისთვის სამხედრო დამნაშავედ აღიარებული პრეზიდენტი პუტინი როგორი ძლიერი ლიდერია, რომელთანაც შესახვედრად ბრიქსის ქვეყნების ლიდერები არიან ჩასული.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ჩინეთში ხდება და ასევე იმას, თუ როგორ აღიქმება იქ განვითარებული მოვლენები საქართველოში?
განსაკუთრებით პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრების ზეემოციურადაც კი აღქმა?
– პირველ რიგში რაც შეეხება პუტინთან დამოკიდებულებას. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებით, მანამდე, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსიით, კიდევ უფრო ადრე 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომით რუსეთი ანადგურებს არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელშიც შეიჭრა, არამედ თავის ქვეყანასაც.
უკრაინაში დაწყებული ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დამოკიდებული გახდა ჩინეთზე, გარდა ამისა, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსეთისადმი დამოკიდებულება გაცილებით უფრო ნეგატიური გახდა პრაქტიკულად ყველა ქვეყნისთვის. ასე აღიქმება ბრიქსშიც და არანაირი ილუზია იმისა, რომ უკრაინაში ომის შემდეგ რუსეთი ადგილი და როლი განსაკუთრებული იქნება არ არის.
ვფიქრობ, რა თქმა უნდა, პუტინმა დიდი ზიანი მიაყენა მეზობელ და სხვა ქვეყნებს, მაგრამ, უდიდესი ზიანი მიაყენა თავად რუსეთს, როგორ სახელმწიფოს. ასეა თუნდაც იმიტომ რომ უკრაინაში ომის შემდეგ რუსეთი იქნება გაცილებით უარეს მდგომარეობაში, ვიდრე, შესაძლოა ომამდე ყოფილიყო. თუმცა, ეს ჩვენი სადარდებელი არ არის.
საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული. ვთვლი რომ ეს შეთანხმება საქართველოს ინტერესებთან შეუსაბამოა. ამ დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაფერია ნათქვამი. რადგან მათ ჩვენს ამ პრობლემაზე, როგორც ჩანს, არც საუბარი სურდათ და არც გათვალიწინება, ასეთ ვითარებაში ჩვენი მხრიდან მათ მაღალი დონის ნდობა და პატივისცემა ვერ ექნებათ
რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის ოკუპანტი ქვეყანაა და რაც უფრო სწრაფად დამარცხდება რუსეთში ტოტალიტარული რეჟიმი, მით უფრო სწრაფად აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტიც. დღეს ჩვენი სუვერენიტეტიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შელახულია, რადგან მათი გავლენები ამ ტერიტორიებზე ძალიან გაზრდილია.
რაც შეება საქართველოს დელეგაციის ჩინეთში მიუწვევლობას. საქართველოს პოლიტიკური წონა მაშინ აქვს და იზრდება, როცა საქართველო არის დემოკრატიული, არის კარგი მმართველობის ქვეშ, ქვეყნის ინტერესებს წარმართავს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, არა კორიმპირებული კლანის შესაბამისად.
ახლა როცა ქვეყანას კორუმპირებული ჯგუფი მართავს და ქვეყანაში რუსეთის ინტერესები პლევალირებს და თავისი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებს, ბუნებრივია, რომ საქართველოს მიმართ არ ექნება ურთიერთობის დიდი ინტერესი.
ჩინეთში მიმდინარე პროცესების ფონზე ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. არადა საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული. ვთვლი რომ ეს შეთანხმება საქართველოს ინტერესებთან შეუსაბამოა. ამ დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაფერია ნათქვამი. რადგან მათ ჩვენს ამ პრობლემაზე, როგორც ჩანს, არც საუბარი სურდათ და არც გათვალიწინება, ასეთ ვითარებაში ჩვენი მხრიდან მათ მაღალი დონის ნდობა და პატივისცემა ვერ ექნებათ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
