დავით სიმონია: გაგრა რომ დაეცა, ქალაქი სავსე იყო უსულო ქართველი ჯარისკაცებით. ვინც დამარხვას გაბედავდა, პასუხს სიცოცხლით აგებდა. აზა ჩილაჩავამ გაბედა

გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი დავით სიმონია:

გაგრა რომ დაეცა, ქალაქი სავსე იყო უსულო ქართველი ჯარისკაცებით. ვინც დამარხვას გაბედავდა, პასუხს სიცოცხლით აგებდა. აზა ჩილაჩავამ გაბედა. ოკუპირებულ ქალაქში 3 თვე დაჰყო. რომ გამოაღწია, წყალტუბოში ცხოვრობდა. ზურგით გასაყიდი შაქრის ტომრებს ეზიდებოდა. მერე ემიგრაციაიში წავიდა და შეკოწიწებული ფულით პატარა ოთახი იყიდა თბილისის გარეუბანში. იქიდან ყოველ დღე მოდის ცენტრში. სიარული უჭირს, მაგრამ საზმაუს მარშს რუსთაველისკენ მიყვება. ხელში ხმარებისგან გაცვეთილი წიგნაკი უჭირავს – თითო გვერდზე თითო გზავნილით. თანამებრძოლებს ხან ტორტებს უცხობს, ხან ნერგებს ჩუქნის. ერთ-ერთ დარბევაზე ახალგაზრდას გადაეფარა, ნიღბიანებს საწამებლად რომ არ გაეტაცებინათ. ისე დაარტყეს, სამი დღე იწვა. მაინც ადგა და პროტესტს ამაგრებს. რამ უნდა გააჩეროს ქალი, რომელმაც დაცემულ გაგრაში შიშზე გაიმარჯვა?
აი, ვინ დგას რუსთაველზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე