დავით სიმონიას პარლამენტის კომიტეტში მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამსახურის საქმიანობა მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას სამსახურის მიერ ნაწარმოები საქმეების და გაწეული კონსულტაციების შესახებ, განხორციელებულ პროექტებს და გამოწვევებს, რომელიც პრქტიკული საქმიანობის დროს გამოიკვეთა.
დავით სიმონიამ შეხვედრის ბოლოს კომიტეტის წევრთა შეკითხვებს უპასუხა.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით

სასამართლომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა – ლევან კუპატაშვილი ბრალს „ფაქტების უხეშ მანიპულაციას“ უწოდებს