დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთში გარდაიცვალა

კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთში გარდაიცვალა, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოასვენებენ მსახიობს სამშობლოში.

„მოლაპარაკებები მიდის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით. როგორც იცით, გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო“,- განაცხადა ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოსო ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ათობით ფილმში, მათ შორის: „ნატვრის ხე“, „თეთრი ბაირაღები“, „ამაღლება“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“, „უძინართა მზე“, „ფესვები“. ის იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმების: „ჩემი პირველი სიყვარული“; „მანიაკები? ფანატიკები?“; „სვანი“; „მაიტა ნასოსი“. რაც შეეხება მის მოღვაწეობას სპორტში, სოსო ჯაჭვლიანი 1998 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო 2018 წელს ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. ასევე, ჯაჭვლიანი იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016) – ის იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია