სამოქალაქო აქტივისტი ზურა ბუდაღაშვილი ამტკიცებს, რომ 2008 წელს, სამხარაულის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილების ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, დასჯის მოტივით გაუშვა.
მისივე განცხადებით, მაშინ როცა, დანაშაულს ვერ უმტკიცებდნენ, პროკურატურამ საქმეში ექსპერტი დავით მაღრაძე ჩართო, საბოლოოდ კი ბუდაღაშვილის თქმით, მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში რამდენიმე წლის გატარება მოუწია.
ბუდაღაშვილმა განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც ცნობილი გახდა, რომ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ნინო დათაშვილისთვის ფსიქიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა.
2008 წელს, როცა პროკურატურა ბრალს ვერ მიმტკიცებდა, გადამცა დათო მაღრაძეს, რომელმაც პროკურატურის დავალებით, დასკვნაში ჩაწერა დიაგნოზი და ხინში აღმოვჩნდი. არც კი ვიცოდი, სად მივყავდით, საკნიდან მოტყუებით გამომიტვანეს. დავით მაღრაძის გამო, ფსიქიატრიულში სამი წელი გავატარე. მაშინ 21 წლის ვიყავი. პროკურატურა და სასამართლო თუ საქმეს “ვერ აკეთებენ”, იძულებულები არიან, საქმეში ფსიქიატრებს რთავენ, სადაც ბევრი წელია, თავისი ადამიანი ჰყავთ. ეს ყველაფერი ადამიანების დაშინებას ემსახურება – რომ აი, ფსიქიატრიულში გამოგკეტავთ და ა.შ. როცა შენ გეუბნებიან, რომ ხარ შეურაცხადი, არარავინ აღარ გისმენს, შენი არავის სჯერათ. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომ ვინც სისტემის წინააღმდეგ წავა, ყველა ხონში უნდა წავიდეს”- აღნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი.
საჯაროდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, დავით მაღრაძე, რომელსაც დაკავებული პედაგოგის, ნინო დათაშვილის შერაცხადობის დადგენა ჩააბარეს საბჭოთა კავშირის მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უსაფუძვლოდ მოთავსებული და სასტიკი მეთოდებით ნაწამები ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის მემუარებშია მოხსენიებული.
ეს უკანასკნელი, სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს.
