დავით მათიკაშვილი – ხელმოცარული პოლიტიკოსია – რასაც ის ცდილობს, იმ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნაა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს აქვთ შექმნილი

რეალურად, აბსოლუტურად ხელმოცარული პოლიტიკოსია – რასაც ის ცდილობს არის იმ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს აქვთ შექმნილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “სალომე ზურაბიშვილის და კოლექტიური “ნაცმოძრაობის” არავის არ სჯერა.”
„რეალურად, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს, ამიტომ არანაირი აქტიურობა, რითაც ის კვლავ ცდილობს, თავისი უცხოელი დავალებების მიმცემები კვებოს, არ გამოუვა. რატომ? – პირველი და მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის და “კოლექტიური ნაცმოძრაობის” არავის არ სჯერა. რეალურად, მათ არანაირი ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ იქ, სადაც მცდელობა ჰქონდათ, რომ აქცია ჩაეტარებინათ. იქ მყოფი მცირე საზოგადოება სალომე ზურაბიშვილს სტვენით და შეძახილებით გამოეხმაურა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ყველა ე.წ ლიდერზე, რადგან მათი პოლიტიკური გზა ფაქტობრივად, კრახით არის დასრულებული და ამ მოცემულობიდან გამოსვლაში ეს ფსევდო მიმართულებები, დაპირებები და იმის ინსცენირება თითქოს ისინი კიდევ აქტიურ პოლიტიკაში არიან, არაფრის მომცემია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პასუხის მსგავსი იმ ძალების, იგივე “დიფ სთეითისადმი”, საიდანაც ეს ადამიანები საქართველოში იმართებიან”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა