დავით მათიკაშვილი ილონ მასკზე – “რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?! – აბა, რაში აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი?

“რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?! – აბა, რაში აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ილონ მასკის მოსაზრებას, -ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შემოწმების საკითხზე.
მათიკაშვილის განცხადებით, გამოდის, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს მიერ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად წარდგენილი მასკი “რუსი” და “კრემლისტია”, სხვა შემთხვევაში მას არასამთავრობოების დაფინანსების საკითხი არ დააინტერესებდა.
“ეს მასკი “რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?! აბა, თუ კრემლისტი არ არის და ამერიკამ ს მერე ნიჟნი ნოვგოროდში არ გაიღვიძა, რაში აინტერესებს ილონ მასკს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი??? მორჩა, ყველა კითხვაზე პასუხი “გაცემულია”!
ხუმრობა იქით იყოს და რეალურად, რადიკალების და მათი უცხოელი პატრონების აბსურდს, ტყუილს და მზაკვრობას საზღვარი არ აქვს , სამწუხაროდ, ეს არის უტყუარი ფაქტი!” , – წერს დავით მათიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით