დავით მათიკაშვილი – გულისწყრომა, რაც ხაბეიშვილს აქვს, გასაგებია, ის არის იმ დავალებების მსხვერპლი, რაც რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობდა – როდესაც აგენტი ასრულებს სხვის დავალებას, გარკვეულ მომენტში აღარ სჭირდებათ და მიატოვებენ

ხაბეიშვილის არის იმ პროპაგანდის და იმ დავალებების მსხვერპლი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობდა – როგორც წესი, აგენტი როდესაც ასრულებს სხვის დავალებას, გარკვეულ მომენტში ის აღარ სჭირდებათ და მიატოვებენ როგორც დავალების მიმცემები, ასევე ე.წ. თანამებრძოლები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ს განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, გულისწყრომა, რომელიც ხაბეიშვილს გააჩნია, გასაგებია.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ჯობდა ლევან ხაბეიშვილს ადრე ეფიქრა იმ მოცემულობაზე, „რაც მისი ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის დამაქცევარი საქმიანობის შედეგად დადგებოდა”.
„როგორც წესი, აგენტი როდესაც ასრულებს სხვის დავალებას, გარკვეულ მომენტში ის აღარ სჭირდებათ, და მიატოვებენ როგორც დავალების მიმცემები, ასევე ე.წ. თანამებრძოლები, რომლებიც ერთ რადიკალურ ნავში ისხდნენ და მათი სურვილი ქვეყნის არევა, ქვეყანაში უბედურების დატრიალება და მისი პროგრესის შეფერხებაა. შესაბამისად, ეს გულისწყრომა, რომელიც ხაბეიშვილს გააჩნია, გასაგებია. ალბათ, უკეთესი იქნებოდა ადრე ეფიქრა იმ მოცემულობაზე, რაც მისი ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის დამაქცევარი საქმიანობის შედეგად დადგებოდა – როგორ მიატოვებდნენ შუა გზაში, როგორ გადააგდებდნენ მისი დავალების მიმცემები და როგორ დარჩებოდა იმ მოცემულობის პირისპირ, რომ სამართალდამრღვევი და დანაშაულის ჩამდენი კანონის წინაშე პასუხს აგებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
კითხვაზე, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა, მათიკაშვილმა უპასუხა, რომ ოპოზიციას შიდა დაპირისპირება არ აკლია, თუმცა ასეთი ბრალდებები გამორიცხული არ არის ხელჩართულ დაპირისპირებაზეც გადავიდნენ.
„ოპოზიციას შიდა დაპირისპირება არც აკლიათ, თუმცა ასეთი ბრალდებები ჩვენ პერიოდულად ვისმენთ. გამორიცხული არ არის ხელჩართულ დაპირისპირებაზეც გადავიდნენ. რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არანაირი ღირებულებითი ერთობა არ გააჩნია და მათი ერთადერთი სურვილი ქვეყნის ფარგლებს გარედან დავალებების შესრულებაა და აგენტურული ხელისუფლების რევანშია. ცხადია, იმის პროგნოზირება როგორ გააღვივებენ კიდევ უფრო, თუნდაც ერთმანეთში, რადიკალიზმს, შესაძლებელი არ არის“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა.„არც მე მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს. ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში, ერთიანობაო. ყველა დღე მძიმდება სიტუაცია. როგორ გძინავთ ღამე? – ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ?“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი – შეიძლება „ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტია ბრიტანეთის ხელში, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ ხელში

ლევან მაჭავარიანი – მოქალაქეების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები – ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად

საია – 2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე