დავით კეზერაშვილს რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზარაშვილზე, რუსეთში, სადაც მას ფართომასშტაბიან თაღლითობას ედავებიან, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. ს ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, ის მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა.
სააგენტო წერს, რომ დავით კეზერაშვილი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდები, რაც გულისხმობს თაღლითობას „განსაკუთრებით დიდი მასშტაბით“.
TASS-ს მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომაც დაუდასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაუსწრებლად დააკავეს. რუსული სააგენტოს ცნობით, კეზერაშვილის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს და ის კანონიერ ძალაში შევიდა.
რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ბრალდებულთან დაკავშირებით -ს ძებნის ბარათში მითითებულია, რომ ის ბრალდებულია სისხლის სამართლის ორ საქმეზე. მათ შორის, რუსეთის ფედერაცია მას ედავება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში სამხედრო დანაშაულების ჩადენას.
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქართველოშიც. მათ შორის, ერთ-ერთია ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმე.
„ქოლცენტრების საქმემ” საქართველოში განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც BBC-მ ამ თემაზე ჟურნალისტურ გამოძიება მოამზადა.
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
BBC-ს გამოძიების მიხედვით, თაღლითობასთან კავშირი დავით კეზერაშვილმა და სხვა დასახელებულმა პირებმა უარყვეს.
BBC Eye-ის გამოძიება ძირითადად Milton group-ის სახელით ცნობილ მასშტაბურ ქსელსა და მის პარტნიორ კომპანიებს შეეხება, რომლებმაც, თაღლითური სქემებით, მილიარდ დოლარზე მეტი გამოსძალეს “უბრალო ინვესტორებს” და უპირატესად ყველაზე მოწყვლად ფენას – პენსიონერებს.
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ ვერ მიაკვლიეს საჯარო დოკუმენტებს უშუალოდ Milton-ის ჯგუფთან კეზერაშვილის კავშირის შესახებ და ასევე არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მას ამ ქსელთან „პირდაპირი ფინანსური ინტერესი“ აკავშირებს.
თუმცა Milton-ის ჯგუფის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიერ კონფიდენციალურად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტექსტში აღნიშნულია, რომ მათი ცოდნით, კეზერაშვილი ამ ჯგუფში იყო ჩართული.
2023 წლის 4 აგვისტოდან ტელეკომპანია „ფორმულის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი აღარაა – საჯარო რეესტრმა მას დაუკმაყოფილა მოთხოვნა და კუთვნილი 51-პროცენტიანი წილიდან 25 პროცენტი გადაეცა თანამშრომელთა გაერთიანებას – ააიპ „თავისუფლების ფორმულას“.
დავით კეზერაშვილი სამშობლოშიც ძებნილად არის გამოცხადებული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად

ირაკლი კობახიძე – არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია – პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება