დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი აღარ არის. ტელეკომპანიის ცნობით, წილი თანადამფუძნებლებს გადასცა.
სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ახლა : შპს ფორმულა-ს წილის 38%-ს მიხეილ მშვილდაძე ფლობს, ირაკლი საღინაძე და გიორგი ლიფონავა 2.5-2.5%-ს, ზურაბ გუმბარიძე 32.2%-ს, თავისუფლების ფორმულა კი, 25%-ს, რომელიც არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპია.
ბოლო ამონაწერის მიხედვით, ახლა ფორმულას ყველაზე დიდი წილის მფლობელი მიხეილ მშვილდაძეა. მის სასარგებლოდ დათმეს წილის 10-10%-ი ლოფონავამ და საღირაძემაც.
ტელეკომპანია “ფორმულას” საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი 2023 წლის აგვისტოდან აღარაა.
წილები ამ დრომდე ასე ნაწილდებოდა:
მიხეილ მშვილდაძე – 12.25%
ირაკლი საღინაძე – 12.25%
ზურაბ გუმბარიძე – 12.25%
გიორგი ლიფონავა – 12.25%
დავით კეზერაშვილი – 26%
ააიპ “თავისუფლების ფორმულა“ – 25%
