დავით თარხან მოურავი: გამოფხიზლდით, ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეთ! თუ ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ გზას, როგორ დავამარცხოთ ესენი, ჩვენ საბჭოთა დროში დავბრუნდით უკვე და ეს იქნება ძალიან დიდი უბედურება

“გამოფხიზლდით, ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეთ! მიიღეს კანონი, რომელშიც წერია, რომ თუ ჩვენ გვინდა მოვაწყოთ მიტინგი, არა აქვს მნიშვნელობა რის წინააღმდეგ – ჩვენ არაბულ ქალაქზე გვინდა მოვაწყოთ მიტინგი და ვიღაცას სხვა თემაზე…
ადრე იყო როგორ: ჩვენ ვეუბნებოდით მერიას, რომ ვაწყობთ მიტინგს აქ და აქ და მერე გვექნება მსვლელობა. ახალი კანონით — ხელისუფლებას უნდა მივწეროთ, რომ ჩვენ გვინდა მიტინგის მოწყობა, ვთქვათ, რუსთაველის მეტროსთან. ისინი გვიპასუხებენ, რომ არა, რუსთაველის მეტროსთან არ შეიძლება. შეიძლება ხუთჯერ მიწერო და ხუთჯერ უარი გითხრას. შენ უნდა მოძებნო ადგილი და ბოლოს ეტყვი, რომ ხუდადოვის ტყეში მინდა მიტინგი და გეტყვიან, რომ წადი ხუდადოვის ტყეში.
აი ეს არის, ეს ხდება. აღარ შეიძლება არც სავალ ნაწილზე, არც ტროტუარზე.
ხელისუფლება ცდილობს, რაღაც ვითარება გამოიყენოს და მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც საქართველო იბრძოდა 30 წელი.
ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელშიც წერია, რომ ჩვენ სიტყვების თქმის უფლება არა გვაქვს. ეს არავინ გულთან არ მიიტანა. დღეს უკვე კანონით არ შეგიძლიათ თქვათ, რომ გაყალბდა. აკვირდებით, რომ არავინ არ ლაპარაკობს, რომ გაყალბდა? არავინ არ ამბობს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია. აკვირდებით ამას? ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მიაჩნდეს, რომ ხელისუფლება არაა ლეგიტიმური, მაშინაც კი, როცა ის ლეგიტიმურია. ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ საფრანგეთში… მაგალითად მაკრონი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაგრამ ნებისმიერ ფრანგს აქვს უფლება ჩათვალოს, რომ ის არაა ლეგიტიმური, გამოვიდეს და თქვას, რომ მაკრონი, ჩემი აზრით, არაა ლეგიტიმური. საქართველოში ეს არ შეიძლება. ჩრდილოეთ კორეაში და საქართველოში ეს არ შეიძლება. თუ ამას იტყვი, ბატონი ჯერ დაგაჯარიმებს და მერე დაგიჭერს.
[ხდება ხელისუფლების უზურპირება და ხელში ჩაგდება?] ეს უკვე მოხდა. თუ ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ გზას, როგორ დავამარცხოთ ესენი, ჩვენ საბჭოთა დროში დავბრუნდით უკვე და ეს იქნება ძალიან დიდი უბედურება… ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის უკვე არის უბედურება… ის რაც ხდება, რა ქვეყანაც ააშენა მ, უკვე დიდი უბედურებაა.
აქ სულ არის ლაპარაკი, რომ ამას კობახიძე არ აკეთებს, ამას ივანიშვილი აკეთებს. ივანიშვილიც და კობახიძეც ერთად აკეთებენ ამას, მაგრამ მთავარი მრჩეველი და მთავარი იდეების გენერატორი აქ სწორედ კობახიძეა. თორემ პრემიერ-მინისტრი იყო ღარიბაშვილიც და ისევ იყო ივანიშვილი ხელმწიფე, მაგრამ ეს არ ხდებოდა. პრემიერ-მინისტრი იყო ბახტაძეც, კვირიკაშვილიც პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ ეს არ ხდებოდა მაშინ. იმიტომ, რომ იმ პრემიერ-მინისტრებს ასეთი იდეები არ ჰქონდათ.
ჩვენ რეალურად ვქმნით ტოტალიტარულ სახელმწიფოს. აი თურქმენეთში ბრძანდებოდა ახლა პრემიერი [კობახიძე], თურქმენეთს ვაშენებთ აქ. იცით თუ არა თქვენ რომ თურქმენეთში [მხოლოდ] თეთრი ავტომობილებით უნდა იაროთ? თურქმენეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ყველა ავტომობილი უნდა იყოს თეთრი. მას არ მოსწონს ავტომობილის სხვა ფერი. და თურქმენეთში არ არსებობს არცერთი მანქანა, რომელიც თეთრი ფერის არ არის. ფიზიკურად არ არის ეგეთი მანქანა” | წერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, დავით თარხან მოურავი სოციალურ ქსელში.
.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }