“ოცნების” ყოფილი თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის და გრიგოლ ლილუაშვილის დაჭერა ჰქონდეს გადაწყვეტილი და სწორედ ამას უკავშირდებოდეს მათს ახლებში ჩატარებული ჩხრეკაც.
დავით ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს კობახიძის გუნდმა მიუტანა ენა ღარიბაშვილ-ლილუაშვილის შესაძლო ღალატის შესახებ, რათა “ოცნების” დამფუძნებლის ახლო გარემოცვა ექსკლუზიურად დარჩენოდა – “ივანიშვილმაც თუ დაიჯერა ცუდადაა საქმე”.
ავტორიტარი და დიქტატორი ყოველთვის ახორციელებს წმენდას იმ გარემოცვის, იმ ხალხის, რომელიც მას თავიდან მოყვებოდა. ხმები რაც არსებობს, არის, რომ ამ ხალხს სთხოვენ დიდი ფულის მოტანა და თუ ვერ მოიტანენ, მათზე ზეწოლაა. ჩვენგან წასული ხალხი უკავშირდებოდნენ ამ აქციის მონაწილეებს და აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებასო. აფინანსებდნენ ხაბეიშვილს და ა.შ. თუ ეს არის მიზეზი, ამ შემთხვევაში, აუცილებალდ დაიჭერენ. ივანიშვილი არის ძალიან ეჭვიანი ადამიანი ბუნებით, არაერთხელ ყოფილა, რომ მას ეჭვის ნიადაგზე მიუღია გადაწყვეტილებები. ეს შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო, რომ კობახიძე და ის გუნდი, რომელსაც დიდი ხანია უნდათ ამ გუნდის ჩამშორება და ექსკლუზიურად დარჩენა ივანიშვილის გარემოცვაში, მიეტანა ენა ივანიშვილისთვის, რომ აი, ბატონო ბიძინა გღალატობენ, იმანაც ეს თუ დაიჯერა, ცუდად არის საქმე”, – ამბობს დავით ზურაბიშვილი “პირველებთან”.
ცნობისთვის, გუშინ, გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.