დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
იმ ერთი შეხედვით გასაოცარი და ჯერარნახული კანონების მიზანი, რომელთა მიხედვით ნებისმიერი ადამიანის დაჭერა შეიძლება როცა კი ხელისუფლებას მოეხასიათებაა, არის სწორედ ის, რომ ხელისუფლებას, უფრო ზუსტად კი პირადად ბიძინა ივანიშვილს შეეძლოს ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი ადამიანის დაჭერა. ცხადია, ვინაა დასაჭერი და ვინ არა, იმასაც ბატონი ბიძინა განსაზღვრავს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში. ყველაზე ოდიოზურ დიქტატორს და ტირანსაც კი ჰქონდა სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობის ერთგვარი ინსტინქტური პატივისცემა თუ არა, პატივისცემის მაგვარი გრძნობა მაინც.
ამათ არა აქვთ.