დავით ზალკალიანი რესპუბლიკური პარტიის ყრილობის ღონისძიებებს დაესწრო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი დაესწრო რესპუბლიკური პარტიის ყრილობის (RNC 2024) მორიგ ღონისძიებებს. ამის შესახებ ინფორმაციას -ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დავით ზალკალიანს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა ამერიკის წამყვან სენატორებს და კონგრესმენებს, მათ შორის: სენატორებს მარკო რუბიოს, კორი გარდნერს, დენ სალივანს, ბილ ჰაგერტის, სპიკერ მაიკ ჯონსონს, კონგრესმენ ჯო ვილსონს და რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკის გუნდის წარმომადგენლებს.
„RNC 2024-ის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება ამერიკული ენერგორესურსების მსხვილი გაერთიანების “LNG Allies” ორგანიზებით აშშ-ის და მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. სტუმრებს გახსნითი სიტყვით მიმართა აშშ-ის სენატორმა ბილ ჰაგერტიმ. ასევე, გაიმართა დისკუსია მსხვილი LNG კომპანიების და გაერთიანებების ხელმძღვანელების მონაწილეობით. კონფერენციის ფარგლებში ხაზი გაესვა ამერიკული ენერგორესურსების მოპოვების გაზრდის მნიშვნელობას და მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის როლის გამოკვეთას ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით როგორც ტრადიციული, ისე ინოვაციური ენერგო ტექნოლოგიების მეშვეობით.
აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მედია ჰოლდინგმა “Newscorp” უმასპინძლა ღონისძიებას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის. სტუმრებს გახსნითი სიტყვით მიმართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა. ასევე, გაიმართა დისკუსია აშშ-ის შიდა პოლიტიკის და მომავალი საგარეო პოლიტიკის შესახებ ცნობილი პოლიტიკური კომენტატორების და Newscorp-ის აღმასრულებელი დირექტორის რობერტ ტომსონის მონაწილეობით“ , – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება