დავით ერემეიშვილი – მადლობა ქუთაისს, ჩვენს აქტიურ ამომრჩეველს – ყველა პროექტი, რომელიც განსახორციელებელია, გაგრძელდება

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი გამოცხადებული ნდობისათვის ამომრჩეველს მადლობას უხდის. დავით ერემეიშვილი, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, 37 779 ხმა მიიღო, ამბობს, რომ ახლა გაცემული დაპირებების შესრულების დროა. ერემეიშვილი მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ მათ მიერ დასახელებულ ყველა პრობლემურ საკითხზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება.
„მადლობა ქუთაისს, მთლიანად ჩვენს აქტიურ ამომრჩეველს, რომელთანაც ორი თვის განმავლობაში აქტიური შეხვედრები გვქონდა და მნიშვნელოვან თემებზე გვიწევდა მათთან საუბარი. ყველა პროექტი, რომელიც განსახორციელებელია, გაგრძელდება. ჩვენი მოქალაქეებისგან წამოსული ყველა პრობლემა ატვირთულია და ვპირდებით, უმოკლეს პერიოდში აღმოფხვრილი იქნება“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ეს დღეები „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები არგუმენტს არგუმენტზე გვიმატებენ საკონსტიტუციო სარჩელისთვის – მათ დაამძიმეს საკუთარი მდგომარეობა და დაამატეს მტკიცებულებები ისედაც ძლიერ სარჩელს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე, უკანონოდ დაატყვევა, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს გათავისუფლებისთვის აგორებულ ეროვნულ ტალღას ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაჩერებს