დავით დარჩიაშვილი – ივანიშვილის მომხრეთა დაჯგუფებას ადამიანებად არ მიაჩნია პროტესტის მონაწილეები, მათი ნება რომ იყოს, ქიმიურ იარაღსაც გამოიყენებდნენ და ბიოლოგიურსაც, საერთაშორისო საზოგადოება სხვანაირად უყურებს – მოთხოვნა იქნება, გაიხსნას და გამომზეურდეს მასალები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ გამოძიებასთან დაკავშირებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის შიდა მექანიზმები ქვეყანაში „უზურპირებული და მოშლილია“, რის გამოც ხელისუფლება საზოგადოებრივ პროტესტსა და მოთხოვნებს იგნორირებით პასუხობს.
დარჩიაშვილის შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებულ ჭრილში ხედავს.
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და ამ ხელისუფლებას , რომ აკომპლექტებს, ეს არავისთვის არ არის სიურპრიზი. პოლიტიკური პასუხისმგებლობის შიდა მექანიზმები უზურპირებული და მოშლილია. რასაც არ უნდა ფიქრობდეს საზოგადოება, როგორიც არ უნდა იყოს რეიტინგი, ამაზე ხელისუფლების მხრიდან პასუხი სრულიად იგნორია.
ივანიშვილს და მის მომხრეთა დაჯგუფებას ადამიანებად არ მიაჩნიათ ისინი, რომლებიც მათ წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ, ამიტომ, მათი ნება რომ იყოს, ქიმიურ იარაღსაც გამოიყენებდნენ და ბიოლოგიურსაც. საერთაშორისო საზოგადოება ამ რეალობას სხვანაირად უყურებს“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილის შეფასებით, BBC-ის მიერ მომზადებული ფილმი „ბოლო ლურსმანივით“ იქნება და შესაძლოა სერიოზული ახალი პოლიტიკური და დიპლომატიური ტალღის წინაპირობა გახდეს, რასაც მისი თქმით, საბოლოოდ ქვეყნის იზოლაცია მოჰყვება.
„BBC-ის ფილმი ბოლო ლურსმანივით არის, რომ სერიოზული ახალი ტალღა წამოვიდეს, რასაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის იზოლაცია მოჰყვება. ამის წინააღმდეგ მოქმედება აბსურდია, საჭიროა ადეკვატური მოქმედება და საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაჟღერება, კერძოდ რა ნივთიერებას ურევდნენ წყალში“,- აცხადებს დარჩიაშვილი.
კითხვაზე, რამდენად აქვს მოლოდინი, რომ BBC-ის სკანდალურ გამოძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი და ხელისუფლება შეეწირება, დარჩიაშვილი პასუხობს, რთული წარმოსადგენია სცენარი, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და ს „მილოშევიჩის მსგავსად ჰააგის სასამართლოს წინაშე დასვან“, მიუხედავად ამისა, დარჩიაშვილი ხაზს უსვამს, რომ პროცესის განვითარება მთლიანად ხელისუფლების ქცევაზეა დამოკიდებული.
დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო რეაგირება გარდაუვალია და აქვს მოლოდინი, რომ იქნება მოთხოვნები მასალების გამჟღავნების, დოკუმენტაციის წარდგენისა და ნათელი პასუხების შესახებ.
„ძნელად წარმომიდგენია, რომ ჰააგის სკამზე მილოშევიჩივით დასვან ივანიშვილი ან . ისევ და ისევ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორც მოიქცევა ხელისუფლება. თუ გაჯიუტდა და არავინ შემოუშვა…საერთაშორისო სტრუქტურებიდან იქნება რეაგირება, საერთაშორისო სპეციალისტმა უნდა თქვან, პირდაპირ ჰააგას ეხება თუ ჯერ გაეროს ქიმიური იარაღის მონიტორინგის კომიტეტს. ცხადია, რომ საერთაშორისო რეაგირება იქნება – მოთხოვნები მასალების გახსნასთან დაკავშირებით და ა.შ. იმის მიხედვით თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება, რა რეაგირება ექნება [ხელისუფლებას], გაგრძელდება პროცესები. საერთაშორისო მოთხოვნა იქნება, რომ მასალები გამომზეურდეს. ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობის ხარისხი – ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვინ როგორ გამოიყენა და ამ ადამიანების მიმართ, როგორი სანქციები იქნება გამოყენებული“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.