დავით გოგილაშვილი – ევროსაბჭოს დელეგაციას მოვუყევი ჩემი ამბავი – ვთხოვეთ, ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ, რომ დავიბრუნოთ ქართველმა ხალხმა ჩვენი ხმა და გათავისუფლდეს ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული

ვითხოვეთ, რომ ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ, რაც მათ ხელთაა, იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქართველმა ხალხმა ჩვენი არჩევანი, ჩვენი ხმა და ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი გათავისუფლდნენ , – ამის შესახებ აქციების დროს დაზარალებულმა მოქალაქემ, დავით გოგილაშვილმა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დავით გოგილაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო თუ რა ვითარებაა საქართველოში, რა შედეგი გვინდა, რომ დადგეს, რა არის ამისთვის საჭირო.
„მე, როგორც რიგითმა დაშავებულმა, მოვუყევი ჩემი ამბავი, რა მოხდა და ზოგადად რა ხდება საქართველოში, რა მძიმე ვითარება გვაქვს. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო შეხვედრა, რა არის გამოსავალი, რა გვჭირდება ქართველ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ერთიანები ვართ და არ გვეშინია არაფრის. რა შედეგიც გვინდა, რომ დაიდოს, რა არის საჭირო ამისთვის და რას ვითხოვთ – სწორედ ამაზე იყო საუბარი და ვთხოვეთ, რომ ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ, რაც მათ ხელთაა, იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქართველმა ხალხმა ჩვენი არჩევანი, ჩვენი ხმა და ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი გათავისუფლდეს“, – განაცხადა დავით გოგილაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოკრატიული სისტემის და საგარეო პოზიციების განმტკიცება – მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავაორმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში, წლის ბოლოს პირველად, ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს