დავით გამყრელიძე კოალიცია “ძლიერი საქართელოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა

ყოფილი პოლიტიკოსი დავით გამყრელიძე კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა.
მან აღნიშნა, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, დეპუტატობას ან პარტიულ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში – “საომარი მოქმედებების დროს” იქნება შტაბის ხელმძღვანელი.
“მე ცოტა რთული გადაწყვეტილება მივიღე ჩემთვის. გამოვედი კომფორტის ზონიდან და ჩავერთე ამ სერიოზულ ბრძოლაში. პირდაპირ რომ ვთქვათ, ომში, რომელიც გველოდება წინ. გველოდება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეალური ცვლილება მოხდეს. ჩემი ამოცანა ამ ადამიანებთან [კოალიციის წევრებთან] ერთად იქნება, რომ “ძლიერმა საქართველომ” ყველაზე კარგი შედეგი დადოს ამ არჩევნებზე.
მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ მთავარი მიზანი პირადად ჩემთვის, ამ გუნდისთვის და ალბათ, მთელი საზოგადოებისთვის, უნდა იყოს და იქნება ის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ რეჟიმს ცვლილება. ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულება. ჩემს ფუნქციად ვხედავ იმასაც, რომ კოალიციამ სხვა ოპოზიციურ ძალებთან მაქსიმალური კოორდინაცია იქონიოს, რათა კოორდინირებულად 26 ოქტომბერს დავაფიქსიროთ გამარჯვება, გავუშვათ სახლში რუსული ხელისუფლება და საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე”, – განაცხადა გამყრელიძემ წარდგენის შემდეგ.
მან “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის სპიკერად წარადგინა .
ყოფილი დეპუტატი, პარტია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი, დავით გამყრელიძემ, წლებია საჯარო პოლიტიკაში აღარ მონაწილეობს. თუმცა, რუსული კანონის მიღების შემდეგ, საჯარო პოლიტიკური განცხადება გააკეთა და “ქართულ ოცნებას” მიმართა და მოუწოდა, არ დაეძლია პრეზიდენტის ვეტო. მან მიმართა მოქალაქეებსაც და მოუწოდა, “პირად შიშებს და ნაცების სიძულვილს ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს”.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…