დავით ბეშიტაიშვილი: სკოლის მერხიდან ვებრძვი რუსეთს და ყველაფერს რუსულს

სკოლის მერხიდან ვებრძვი რუსეთს და ყველაფერს რუსულს – ამბობს “მთავარ არხთან” საუბარში მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი, რომელმაც გუშინ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, სპექტაკლი “მეფე ლირი” რუსული კანონის საწინააღმდეგო გამოსვლით დაასრულა.

“სკოლის მერხიდან ს იმპერიას ვებრძვი. კომუნისტების პერიოდიდან, მე-10 თუ მე-9 კლასში ვიყავი 9 აპრილი რომ მოხდა და მაგის მერე ვარ რუსეთის წინააღმდეგი და ყველაფრის, რაც ჰგავს რუსულს და მიშა სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლები უკვე გავდა რუსულს და ისიც უკვე ცოტათი პუტინი იყო თუ გახსოვთ, მე მშვენივრად მახსოვს ეს ყველაფერი. იგივე ხდება დღესაც და ამის წინააღმდეგ ამოვიღე ხმა.” ამბობს მსახიობი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს, რასაც საქართველოში არავინ მიიღებს! როდესაც საერთაშორისო პარტნიორებს არ ხვდები, ხარ რუსი! როცა საკუთარ მოქალაქეებს არბევ, ხარ რუსი!