დავით ბერძენიშვილი: ყველაზე მწარედ და გამორჩეულად ივანიშვილი დაისჯება

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მის შვილზე თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველაზე მწარედ და გამორჩეულად დაისჯება:
„ჯგრო. პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები. ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე,“ – წერს დავით ბერძენიშვილი.
ზუკა ბერძენიშვილს, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი წევრია, თავს დღეს დილით საკუთარ სახლთან დაესხნენ იმ დროს, როცა სამსახურში მიდიოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სალომე ნიკოლეიშვილმა (ბარკერი) გაავრცელა. ის ხაზს უსვამს, რომ თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარე ს მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ერთ საათში მოხვდა. პაპუაშვილი პოსტში სალომე ნიკოლეიშვილს (ბარკერი) და ზუკა ბერძენიშვილსაც ახსენებს.
“სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ”, – წერს სალომე ბარკერი.
“შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზიორობდა”, – წერს ზუკა ბერძენიშვილი.
შინაგან საქქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე 1¹ მუხლით დაიყწო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ