დავით ბერძენიშვილი – სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომც შეიწყალოს, ის ციხიდან ვერ გამოდის, ეს იქნება ფუჭი გასროლა – ელექტორალურად წააგებს

ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომ შეიწყალოს, ეს იქნება ფუჭი გასროლა – ელექტორალურად წააგებს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ბერძენიშვილის თქმით, არ მოსთხოვს სალომე ზურაბიშვილს საჯაროდ შეწყალებას მხარდაჭერის სანაცვლოდ.
„სალომე ზურაბიშვილმა, მიხეილ სააკაშვილი რომც შეიწყალოს, სააკაშვილი ციხიდან ვერ გამოდის. დატოვებული აქვს ხელისუფლებას საქმეები. რომც შეიწყალოს, ეს იქნება ფუჭი გასროლა. მე დიდი ხანია ვგულშემატკივრობ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მისი ქვეყნიდან გაშვებას კიდევ უფრო მეტად ვგულშემატკივრობ.
პარალელურად, ნახევარი მილიონია ის ადამიანი ოპოზიციაში, არანაკლები, რომელთაც რბილად რომ ვთქვა, მიშა გულზე არ ეხატება. ამ ნახევარი მილიონიდან, არ ვიცი, რამდენი ასეული ათასია, ვინც დასანახად ვერ იტანს.
ელექტორალურად წააგებს იმით, რომ თან შეიწყალოს, თან გარეთ არ გამოვიდეს, თან შენი ამომრჩეველი გაიღიზიანო.
მე სურათს უფრო ასე დავინახავდი – თუ ოპოზიცია იგებს და ახალი სახელისუფლებო კოალიცია იქმნება, ბუნებრივია, ამას მოჰყვება მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლება“,- აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მან პოლიტიკურ სპექტრზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ს პოლიტიკური ძალა, „ლელო“, გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ – ეს არის 4 სუბიექტი, სადაც სხვები უნდა გადანაწილდნენ.
„თუ არ გადანაწილდებიან, ვინც არ გადანაწილდება და 1%-სთვის იქნება მებრძოლი, ისინი საკუთარ თავს დააზარალებენ არაადეკვატურობით“,- აღნიშნა ბერძენიშვილმა.