დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე – არსებითად ვეთანხმები, ვფიქრობ, პერსპექტიულია, რომ ბევრმა პარტიამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ის პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, „ქართულ ქარტიას“ ხელს მოაწერს.
მისივე შეფასებით, აღნიშნულ დოკუმენტს ბევრი პარტია შეუერთდება.
“პრეზიდენტის ინიციატივა მოულოდნელი არ ყოფილა. ბუნებრივია, პარტიები გარკვეულწილად ინფორმირებული ვიყავით იმ ჩარჩოზე, რის საფუძველზეც პრეზიდენტი სიტყვას აწყობდა. მას კონსულტაციები ჰქონდა, მაგრამ ახლა მთავარი პასუხისმგებლობა მან თავად აიღო. ძირითადად, არსებითად ვეთანხმები, ვფიქრობ, რომ პესპექტიული არის, რომ ბევრმა პარტიამ ხელი ამ დოკუმენტს მოაწეროს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ