დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე – არსებითად ვეთანხმები, ვფიქრობ, პერსპექტიულია, რომ ბევრმა პარტიამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, ის პრეზიდენტ, ს სამოქმედო გეგმას, „ქართულ ქარტიას“ ხელს მოაწერს.
მისივე შეფასებით, აღნიშნულ დოკუმენტს ბევრი პარტია შეუერთდება.
“პრეზიდენტის ინიციატივა მოულოდნელი არ ყოფილა. ბუნებრივია, პარტიები გარკვეულწილად ინფორმირებული ვიყავით იმ ჩარჩოზე, რის საფუძველზეც პრეზიდენტი სიტყვას აწყობდა. მას კონსულტაციები ჰქონდა, მაგრამ ახლა მთავარი პასუხისმგებლობა მან თავად აიღო. ძირითადად, არსებითად ვეთანხმები, ვფიქრობ, რომ პესპექტიული არის, რომ ბევრმა პარტიამ ხელი ამ დოკუმენტს მოაწეროს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.