დავით ბერძენიშვილი – ლოგიკურ ასპექტებში არ დავინახავდი ივანიშვილის მოსვლას – თუ ოპოზიცია განადგურებულია, შარშან და შარშანწინ არ იყო განადგურებული? ოპოზიციის შანსები ახლა გაცილებით უკეთესია, ვიდრე 2020 და 2021-ში

როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ 90-100 მანდატს „ქართული ოცნება“ უჩემოდაც მიიღებდაო, ეს მორიგი ტყუილია, ივანიშვილი ცხოვრობს თვითგამოცხადებულ, ტყუილების, თვითშეფასებების გარემოცვაში, ეს გაჭირვებისა და კომპლექსების ბუკეტია. ივანიშვილის სამყარო იყოფა მის ქვეშევრდომებად და მის მტრებად, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში ს გამოჩენით არაფერი შეიცვლება, რადგან ის არსად წასულა. ის ასევე აცხადებს, რომ ივანიშვილის დამარცხების შემთხვევაში, ვერც „ქართული ოცნება“ გააგრძელებს არსებობს, რადგან ის არ არის თვითკმარი ორგანიზაცია.
როგორც ბერძენიშვილი ამბობს, ქართულ ოპოზიციას ახლა ბევრად უკეთესი შანსები აქვს, ვიდრე ოდესმე.
„ბიძინა ივანიშვილი არის აკვიატებული კაცი, ამიტომ მას აქვს თვითშეფასებები, თავი მიაჩნია შეუმცდარ წმინდანად. როდესაც ის ამბობს, რომ ოპოზიცია განადგურებულია და ამიტომ ხელისუფლებაში ცდუნებები მე უნდა დავაბალანსოო, სწორედ ამ აკვიატებიდან გამომდინარეობს, ამ უღრმესი კომპლექსიდან გამომდინარეობს, რომელიც აწუხებს ბიძინა ივანიშვილს. მას სულ აქვს ეს პრობლემა: „მე იმიტომ კი არ ვარ მაგარი, რომ ბევრი ფული მაქვს, მე ბევრი ფული იმიტომ ვიშოვე, რომ მაგარი ვარ“,- ამას უმტკიცებს ის საკუთარ თავს, გარემოცვას, შინ და გარეთ ყველას. როგორ შეიძლება ადამიანმა თავი მიიჩნიოს შეუმცდარად?! როგორ შეიძლება ლიბერალურ დემოკრატიაში დამბალანსებელი იყოს ერთი კაცი და არა ინსტიტუცია?! ანუ ბიძინა ამბობს, რომ მე თვითონ ვარ ინსტიტუციაო!
თავის დროზე როცა მარგველაშვილს უტევდა, მე ვუთხარი, თქვენი კანდიდატი იყო ჩვენი კი არ ყოფილა და თუ თვლით, რომ არ ვარგოდა ანუ შეგშლიათ-თქო და არაო, მე არ შემშლიაო, მარგველაშვილი შეცდომა კი არა კურიოზიაო. ახლა ც კურიოზია, ერთი პრემიერ-მინისტრი კურიოზი აღმოჩნდა, მეორე პრემიერ-მინისტრი კურიოზი აღმოჩნდა, გახარიას მოღალატე დაარქვა, პარლამენტის თავმჯდომარე, პირველი, მისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა – ეს სჭირთ როგორც დიდ, ასევე პატარა კარიკატურულ მმართველებსაც- ვისთან ერთადაც იწყებს, მერე ყველა უნდა მოიშოროს.
რაიმე ლოგიკურ და განსაკუთრებით პოლიტიკურ ასპექტებში არ დავინახავდი ბიძინა ივანიშვილის წასვლა-მოსვლას. თუ ახლა არის ოპოზიცია განადგურებული, შარშან არ იყო განადგურებული ? შარშანწინ არ იყო განადგურებული ? პირიქით, არც შარშანწინ იყო განადგურებული და ახლა ოპოზიციის შანსები გაცილებით უკეთესია, ვიდრე 2020-ში და 2021-ში, როცა მან მიითვისა ხელისუფლება.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ოცნება“როგორც ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია არ არსებობს – „ქართული ოცნება“ ბიძინას მარცხის შემდეგ აღარ იარსებებს როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია. ეს არ არის ის თვითკმარი ერთეული, რომელიც შეძლებს მის გარეშე საქმიანობას.
ამასთან, პრინციპულად არ ვიზიარებ იმ მიდგომას, რომ ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული ქართული ოპოზიციის კონფიგურაცია. თუ ოპოზიციამ არ გადადგა ნაბიჯები, თავისით მოგება არ იქნება“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს არც „ფული უა იმის გამო, რომ გენიოსი“.
„პერესტროიკის და 90-იანი წლების საბჭოთა კავშირის, მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ქონების გადანაწილებაში ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა იმათთან ერთად, ვინც მიიღო ქონება და თან ცოცხალი გადარჩა. გენიოსი კი არ არის, ბილ გეიტსი კი არ არის, „ფეისბუქი“ კი არ გამოუგონებია და ილონ მასკი კი არ არის. ერთი საბჭოთა ჩვეულებრივი დისერტაცია აქვს ეკონომიკაზე, საბჭოთა სტანდარტებით, მაგით კი არ გამხდარა ამხელა ფულის მშოვნელი, ხადარკოვსკივით კი არ უშრომია ან კახა ბენდუქიძესავით იმდენი კი არ იცოდა. მან იცის ტექნოლოგია იმის, როგორ ჩაეყო ხელი…“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.