დავით ბერძენიშვილი – დეპუტატები ბედნიერების განცდის გარეშე და შესაძლოა მტკივნეულადაც მიაჭერენ ხელს ღილაკს და დაიწყება ახალი ეპოქა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში – ივანიშვილი „ცეცხლს ეთამაშება“

უმრავლესობის დეპუტატები მიაჭერენ ხელს ღილაკს და დაიწყება ახალი ეპოქა ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში , – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ს განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ვეტოს დაძლევა კიდევ უფრო გაზრდის ხელისუფლების დაპირისპირებას ქართულ საზოგადოებასთან და დასავლელ პარტნიორებთან.
„სახელისუფლებო დეპუტაცია საკუთარი ნების გარეშეა. მათ უარი თქვეს თავისუფლების მინიმალურ სტანდარტზეც კი, ისინი პირდაპირ ექვემდებარებიან ივანიშვილის აკვიატებებს, ძალას, მუქარას. ასეთ ვითარებაში ისინი ბედნიერები არ იქნებიან, ბედნიერების განცდის გარეშე და შესაძლოა ზოგიერთი მათგანისთვის საკმაოდ მტკივნეულადაც, ისინი მიაჭერენ ხელს ღილაკს და დაიწყება ახალი ეპოქა ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაპირისპირებას საზოგადოებასთან, სტუდენტობასთან, მათ მშობლებთან, ქვეყნის გარეთ ჩვენს მეგობრებთან“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დავით ბერძენიშვილის მოსაზრებით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან უახლოეს ხანებში ძალიან მკვეთრ პასუხებს უნდა ველოდოთ.
„როგორც ვაშინგტონიდან, ასევე ბრიუსელიდან და ევროპის სხვა ქალაქებიდან უახლოეს ხანებში, ივნისის თვეში ჩვენ მივიღებთ ძალიან მკვეთრ პასუხებს. რა თქმა უნდა, შეიძლება გასცდეს პერსონალურ სანქციებს, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი, სავალუტო ფონდი, ცალკეული ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც მილიარდობით დოლარს და ევროს ხარჯავენ საქართველოში და ბუნებრივია, ეს ბერკეტები ამუშავებული იქნება“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დავით ბერძენიშვილის თქმით, „ცეცხლს ეთამაშება“, რადგან ქვეყნის ბელარუსიზაციას, ხოლო თავად კი ლუკაშენკოს როლის მორგებას ცდილობს.
„უამრავი რამ, რაც ქვეყანაში ხორციელდება, ხორციელდება სწორედ დასავლური ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, აორთქლდება ქართული ლარი დასავლური მხარდაჭერის გარეშე, მით უმეტეს თუ იქნება საპირისპირო მიდგომები და ქართული ეკონომიკა ნამდვილად არ წარმოადგენს იმ ოდენობას და არც რუსეთს არ აქვს ის შესაძლებლობები, რომ შეეშველოს ქართულ ეკონომიკას. ასე რომ, ცეცხლს ეთამაშება ივანიშვილი, ბელარუსიზაციას ცდილობს, ლუკაშენკოს როლის მორგებას ცდილობს. აშკარა არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.