დავით ასათიანი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსა და ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ვახტანგ მახარობლიშვილს შეხვდა.
ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული პროფესიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.
ელჩმა დავით ასათიანს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის CCBE – ს ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭება მიულოცა და წარმატება უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები