დავით არახამიას უშუალო ბრძანება უპირობოდ შეასრულეს – პეტრე მამრაძე

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, პეტრე მამრაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ს უშუალო ბრძანება უპირობოდ შეასრულეს და ევრონესტზე რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.
პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ზე საუბრისას განაცხადა, რომ იგი იმ ოთხეულში აღმოჩნდა, რომელმაც დავით არახამიას უშუალო ბრძანება უპირობოდ შეასრულა და ევრონესტზე რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. მამრაძე დარწმუნებულია, რომ რეზოლუციის ჩაგდება არახამიას ბრძანება იყო.
„ეს არახამიას პოზიციაა. არახამიას მონოპოლიურად ხელში უჭირავს ყველაფერი, რაც ეხება საქართველოს. ელჩის გამოწვევა გახსოვთ? ბელორუსიიდან არ გაუწვევიათ ელჩი – რაკეტები მოფრინავდა იქიდან და თვითმფრინავები და ჩვენგან რატომ? ყველაფერში ხმა მივეცით, ყველა ფორუმზე. ჰააგაში გამოძიების დაწყების ინიციატორები ვიყავით ქართველები, მაგრამ ელჩი გამოიწვიეს“, – აღნიშნა მამრაძემ.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” სამარცხვინო და ანგარებიან ლობისტს, სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანს მისივე ფლანგის ულტრამემარცხენეები დაუპირისპირდნენ, რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას თავდასხმის გამო