ლიგა 2-ის ოცდამეთორმეტე ტურში „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე ლიდერ „ტრუასთან“ 0:3 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა მე-16 წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ჩემპიონატის დასრულემამდე 2 ტურით ადრე 57 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 2 მაისს, სტუმრად „როდეზთან“ ჩაატარებს.
64 ქულით ლიდერი „ტრუაა“, 58 ქულით კი მეორე პოზიციაზე „ლე მანია“. ლიგა 1-ში პირდაპირ ორი გუნდი გადადის.
სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი – ტრუა 0:3
გოლები: 0:1 იფნაუი (53), 0:2 ბენტაიები (89), 0:3 დეტურბე (90+6)