დავითაშვილის “სენტ-ეტიენს” შეიძლება სათავეში ნორვეგიელი ჩაუდგეს

გადაყენებული ოლივიე დალ’ოლიოს ნაცვლად “სენტ-ეტიენის” მწვრთნელად შეიძლება 49 წლის ნორვეგიელი ეირიკ ჰორნელანდი დანიშნონ, – იტყობინება Foot Mercato.
ჰორნელანდმა რამდენიმე დღის წინ “ბრანი” დატოვა და შეთავაზება რამდენიმე კლუბისგან აქვს, ამდენად “სენტ-ეტიენისთვის” მისი დაყოლიება ადვილი არ იქნება. აგრეთვე განიხილავენ პარიზის “რედ სტარის” თავკაცის ჰაბიბ ბეის კანდიდატურას, თუმცა ის პრიორიტეტული არ არის.
“სენტ-ეტიენი”, რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი იცავს, 16 ტურის შემდეგ 13 ქულით ლიგა 1-ში მეთექვსმეტე ადგილზეა და თასის 1/32-ფინალში გავიდა – 22 დეკემბერს “მარსელს” უმასპინძლებს.
გუნდს კვალიფიციური ფეხბურთელების ნაკლებობა უფრო აქვს,ვიდრე სუსტი მწვრთნელის პრობლემა,თუმცა როცა ასე აირევა გუნდი,საუკეთესო მწვრთნელიც კი უნდა შეცვალო.ახალი ხელი და ხედვაა,საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში